"ტარონ" ცეკვის ანსამბლი - ფესტივალზე "ჩემი სომხეთი" |
სიახლეები |
2016 წლის 22 ივლისს, ერევნის ალექსანდრე სპენდიარიანის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25 წლისადმი მიძღვნილი "ჩემი სომხეთი" მესამე ფესტივალის საზეიმო გახსნა, რომლის ფარგლებშიც დაიწყო ქორეოგრაფიული ხელოვნების დღეები. ფესტივალის მონაწილეებს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისასალმებელი მიმართვა წარუდგინა დიასპორის მინისტრმა ჰრანუშ ჰაკობიანმა. მიმართვაში ხაზგასმული იყო სრულიად სომეხთა ფესტივალის როლი მსოფლიოში გაფანტიული სომხების სამშობლოსთან დაახლოების, სომხური იდენტობის შენარჩუნების და ეროვნული კულტურის განვითარების საქმეში. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის (ხელმძღვანელი: ლევონ ჩიდილიანი) "ტარონ" ცეკვის ანსამბლმა (ქორეოგრაფი: სურენ აბრაჰამიანი) მონაწილეობა მიიღო ფესტივალის გახსნის ტრადიციულ აღლუმში და საღამოს პატივი ჰქონდა ცეკვით"სღერდის ქოჩარი“ გამოსულიყო ფესტივალის საზეიმო გახსნაზე. ეს განახლებული ანსამბლის პირველი მონაწილეობა იყო სრულიად სომეხთა ამ პრესტიჟულ ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 25 ქვეყნიდან ჩამოსული 48 ცეკვის ანსამბლი. 24 ივლისს, ანსამბლი "ტარონ" ხალხური ცეკვით გამოვიდა გიუმრის ვარდან აჭემიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში, ამაყი და ოსტატი შესრულებისთვის ანსამბლმა დაიმსახურა მაყურებლის თბილი ოვაციები. "ჩემი სომხეთი" მე-3 ფესტივალის ფარგლებში საცეკვაო ხელოვნების დღეების გარდა, მონაწილეებმა გაატარეს საინტერესო დღეები: მონაწილეთათვის დედა სამშობლოში მოეწყო ექსკურსიები ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, მომლოცველობები - სულიერ ტაძრებში. „ტარონ“ ცეკვის ანსამბლის წევრები ეწვივნენ სომხეთის ეროვნულ გალერეას, მოსალოცად იყვნენ თალინის კათოლიკურ ეკლესიაში, გოშავანქში, სევანის ტბაზე. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს თბილისიდან ცეკვის ანსამბლებმა „ანი“, „ვანქ“, ჯავახეთიდან - ანსამბლებმა „ვაჩიანი“ და „ბარალეთი“. |