1geo

fb you od

ტავუშის ახალგაზრდა მომლოცველთა ვიზიტი თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Tavushci ukhtavorner 

ამ დღეებში მაღალ დონეზე განხორციელდა პროექტი „ჰაღარწინის კვირა“, რომლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებაში ნამდვილად დიდი წვლილი ჰქონდათ სომხეთის რესპუბლიკის ტავუშის რეგიონისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდულ კავშირებს. ვინაიდან დიდ როლს ანიჭებს ეპარქიის ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობას, სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის ტავუშის ეპარქიის საეპისკოპოსოს ინიციატივითა და მხარდაჭერით მოეწყო ახალგაზრდების მომლოცველობა თბილისში.

2016 წლის 3-4 სექტემბერს, ტავუშის ეპარქიის ახალგაზრდული კავშირის და ქალაქ ბერდის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესიის საბავშვო-ახალგაზრდული გუნდის წევრები, ასევე რეგიონის ქალაქებისა და სოფლების წარმომადგენლები, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის, ქალაქ ბერდის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესიის პასტორის, ღირსეული მღვდლის, არამ მირზოიანის, წინამძღოლობით ჩამოვიდნენ თბილისში.

მომლოცველებმა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ ეკლესიაში მონაწილეობა მიიღეს წირვა-ლოცვაში, მწირველი გახლდათ ღირსეული მღვდელი არამ მირზოიანი. წირვის დროს გალობდა ქალაქ ბერდის „სურბ ჰოვანეს“ ეკლესიის საბავშვო-ახალგაზრდული გუნდი, ქორმაისტერი: ჰერმინე ფალანდუზიანი. წირვის დროს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის სახელით, მიესალმა და კეთილი მობრძანება უსურვა მის ყოვლადუსამღვდელოესობა ბაგრატს და ტავუშელ მომლოცველებს, შემდეგ დამსწრეებს გააცნო მეუფე ბაგრატის გავლილი ცხოვრების ნაყოფიერი გზა და საქმიანობა.

დამსწრეებს მისი კურთხევა უბოძა ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ თავიდან ძმური სიყვარულის და კმაყოფილების გადაცემა სთხოვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრისთვის, თბილი მიღებისა და თბილისში მოწვევისთვის, თბილისელ მორწმუნეებს კი მოუწოდა, რომ იყონ უშიშარნი, ამაყნი, ვინაიდან ქრისტიანებს არ ეშინიათ და არ სრცხვენიათ.

მომლოცველებმა ქედი მოიხარეს „სურბ გევორგის“ ეზოში - საიათნოვას, მეტეხის შემაღლებაზე - წმინდა შუშანიკის, ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში - სომეხ დიდებულთა ხსოვნის წინაშე.

 სტუმრებმა სანთლები დაანთეს თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში, დაათვალიერეს "ჰაიარტუნ" ცენტრი, დაუკრეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს ცენტრის ახალგაზრდებთან ერთად.

ახალი მეგობრებით და შთაბეჭდილებებით გამდიდრებული ტავუშელ ახალგაზრდა მომლოცველთა ჯგუფი დაბრუნდა სახლში.

11 22 33 44 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)