1geo

fb you od

ჯვართამაღლების დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეკლესიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Khachverac 

ჯვართამაღლების დღესასწაული სომეხთა ეკლესიის ხუთ ძირითად დღესასწაულთაგან უკანასკნელია. ის ჯვრისადმი მიძღვნილი დღესასწაულია, რომელიც მოძრავია და წელს 11 სექტემბერს სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში.

სადღესასწაულო დღისთვის ეკლესიებში წმინდა საკურთხეველზე დიდებით აღამაღლეს რეჰანით შემკული ჯვარი. დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიებში აღევლინა საღმრთო ლიტურგია.

თბილისის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში მწირველი გახლდათ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწე, არქიმანდრიტი ხორენ ჰოვანისიანი.

საღმრთო ლიტურგიის დროს არქიმანდრიტმა ხორენმა იქადაგა დღის საიდუმლოზე, კერძოდ, მან აღნიშნა: „...ჯვრის აღება და ქრისტეს მიმდევრობა არ არის მხოლოდ სიტყვები ან უბრალო ფილოსოფია, საყვარელო მორწმუნენო. ჯვრის აღება და ქრისტეს მიმდევრობა - ეს ცხოვრების წესია, ცხოვრების გზა, ყოველდღიურობა. ქრისტეს მიმდევრობა ნიშნავს საკუთარი „მეს“ უარყოფას და თავისი ქონებიდან შემოწირულობის გაკეთებას. მსხვერპლის გაღების და შემოწირულობის გარეშე, გაჭირვების გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. გთხოვთ, ყოველთვის გვახსოვდეს, მსხვერპლის გაღებისა და შემოწირულობის გარეშე ვერავინ თავის თავს ვერ უწოდებს ქრისტიანს. მსხვერპლის გაღება ისაა, როდესაც უარს ამბობ იმაზე, რაც გაქვს, რაც ძვირფასია შენთვის, მაგრამ რაც სჭირდება სხვას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას აკეთებ ღვთის სადიდებლად. ისაა ნამდვილი მსხვერპლის გაღება, ჩემო ძვირფასებო, როდესაც ეხები შენს ქონებას, შენს ჯიბეს, მოყვასის ან ყოვლისშემძლის სადიდებლად. ერთი სიტყვით მე ამას სიყვარულს ვუწოდებ. მსხვერპლის გაღება მიმაჩნია სიყვარულის საზომ ერთეულად. ვისაც ძალიან უყვარს, მეტ მსხვერპლს გაიღებს, ვინაიდან უყვარს თავისი მოძმე და ამას აკეთებს ზეციურის სადიდებლად. და როდესაც გავცემთ ჩვენს ქონებას, არ ვღარიბდებით, ამით ვმდიდრდებით, და როგორც ამბობს აღმოსავლეთ სომხეთის დიდი პოეტი: „რა დამრჩა მე ცხოვრებაში, ის რაც სხვას მივეცი... „

ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში მწირველი გახლდათ ღირსეული მღვდელი ვირაპ ღაზარიანი.

ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მწირველმა მღვდელმა, მამა არარატ გუმბალიანმა, აკურთხა შემოწირული ცხვრის ხორცით ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის წევრ ქალბატონების მიერ მომზადებული ჰარისა, რომელიც დაურიგდა მორწმუნეებს.

ამავე დღეს, ეპარქიის ყველა ეკლესიაში, საღამოს ღვთისმსახურების შემდეგ, შესრულდა ჯვართამაღლების პროცესიის სპეციალური წესი.

ჯვართამაღლების დღესასწაული საღმრთო ლიტურგიით და საზეიმოდ აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალქალაქის, ნინოწმინდის, ახალციხის, ქვემო ქართლის რეგიონის მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონების და სოფლების სომხურ ეკლესიებში.

IMGP0054 IMGP0063 2 IMGP0076 2 IMGP0103 

IMGP0115 IMGP0119 2 naxaverjin verjin 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)