სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღე საქართველოს სომეხთა ეპარქიაში |
სიახლეები |
სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი საზეიმო იყო ასევე საქართველოს სომხებისთვის. 2016 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყველა ეკლესიაში ჩატარდა რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი. თბილისის “სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლესიაში ცერემონიალს თავმჯდომარეობდა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. სადღესასწაულო განწყობა გაგრძელდა "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში, სადაც გაიმართა დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. დარბაზში ადგილები ეკავათ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის დიპლომატებს, სასულიერო პირებს, თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებს, ინტელიგენციას და საზოგადოების წარმომადგენლებს. ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდმა შეასრულა სომხეთის რესპუბლიკის ჰიმნი და დაიწყო ზეიმი. სომხეთის რესპუბლიკის ახალგაზრდა სახელმწიფოებრიობის სიმტკიცეზე, ოთხდღიან ომში სომეხი ჯარისკაცის პატრიოტიზმსა და ერთგულებაზე, მათი ხსოვნის ნათლად შენარჩუნებაზე ისაუბრა საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ, ისტორიკოსმა ენოქ თადევოსიანმა. სომეხი ხალხის ისტორიის ძნელად გავლილ გზაზე ისაუბრა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა, რომელმაც გამოსვლა დაიწყო სომეხთა წინაპრის - ჰაიკის მიერ, ბელის წინააღმდეგ გამარჯვების ეპიზოდით, ისაუბრა გმირულ ისტორიაზე, დიპლომატიაზე, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და 600 წლის შემდეგ სახელმწიფოებრიობის აღდგენაზე, ქედი მოიხარა ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნის წინაშე, სიამაყით გაუსვა ხაზი სომეხი ადამიანის სულის სიმტკიცეს და დედა სამშობლოსა და არცახის დამოუკიდებლობის შეუქცევადობას. ღონისძიების დასასრულს, დამსწრეებს თავისი კურთხევა უბოძა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. მეუფე ვაზგენმა ყველას მიულოცა სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი, აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის წლები არ იყო ადვილი და მშვიდობიანი, თუმცა დაადასტურა, რომ სომეხი ერის ბედს წყვეტს მხოლოდ თვითონ სომეხი ხალხი, წინამძღვარმა ხაზი გაუსვა არმიის როლსა და მნიშვნელობას სომხეთის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების, არცახის თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში. ეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სომხეთის დამოუკიდებელმა სახელმწიფოებრიობამ მსოფლიოში გაფანტულ სომხებს უბოძა ერთიანად წარდგომის, პოტენციური შესაძლებლობების გაერთიანების და სომხეთის კეთილდღეობის ხელშეწყობის შესაძლებლობა. ღონისძიების დროს ნაჩვენები იქნა სომხეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების და არცახის გმირული ომის შესახებ დოკუმენტური ფილმი, ფრაგმენტები ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე ჩატარებული დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმიდან. სადღესასწაულო ღონისძიების მხატვრული ნაწილი უზრუნველჰყვეს "ჰაიარტუნ" ცენტრის ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდმა და სოლისტებმა ნინა კარაპეტიანმა, ანა ბადალიან- პოღოსოვამ, ჰენრიხ პეტროსიანმა. შთამბეჭდავი იყო ლევონ ჩიდილიანი მიერ ეღიშე ჩარენცის ლექსის - „ეს იმ ანუშ ჰაიასტანი“ („ჩემი ტკბილი სომხეთის") და მარინა კირაკოსიან-მოსესოვას სომხეთისა და არცახისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსების დეკლამაცია. |