საქართველოს სომეხთა ეპარქიაში აღინიშნა სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული |
სიახლეები |
2016 წლის 24 სექტემბერს, სურბ გევორგ მხედართმთავრის დღესასწაული სათანადოდ აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის ეკლესიებში. სადღესასწაულო განწყობა იყო მე -13 საუკუნეში აგებულ თბილისის სურბ გევორგ მხედართმთავრის სახელობის საკათედრო ტაძარში. მორწმუნეები განსაკუთრებული სიყვარულით იყვნენ მისულნი დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესიაში ჩასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის საპატიო წინამღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია. საღმრთო ლიტურგიის დროს, მწირველმა მღვდელმა, „სურბ გევორგ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა სამველ თოროსიანმა იქადაგა დღის საიდუმლოზე - ქრისტიანული რწმენისადმი გევორგ მხედართმთავრის ერთგულებასა და მის წამებაზე, ხაზი გაუსვა თბილისელი სომხების დიდ სიყვარულსა და ერთგულებას წმიდანისადმი, რომლის სახელზე საუკუნეების განმავლობაში აქ შენდებოდა ეკლესიები, მათ შორის „სურბ გევორგიც“. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, „სურბ გევორგ“ ეკლესიის მოყვარულ ქალთა კავშირის ინიციატივით, დღესასწაულთან დაკავშირებით გაუმასპინძლდნენ დამსწრეებს. ეპარქიის წინამძღვარმა აკურთხა შესაწირი, რომელიც დაურიგდა ხალხს. დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნა ახალქალაქის რაიონის არაკოვას „სურბ გევორგ“ ეკლესიაში, სადაც სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის, არქიმანდრიტ ბაბგენ სალბიანის მონაწილეობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა ადგილობრივი და მიმდებარე სოფლების სულიერმა მოძღვარმა მღვდელმა თადევოს ტერ-მკრტჩიანმა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, არქიმანდრიტმა ბაბგენმა მორწმუნეებს მიულოცა წმინდა დღესასწაული და არაკოვას „ხრიმიან ჰაირიკ“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაურიგა მოწმობები. |