1geo

fb you od

ლექცია: სომეხთა ეკლესიის რწმენა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

T.Narek 

2016 წლის 2 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ღია ლექცია თემაზე - „სომეხთა სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიების დოგმატური განსხვავებები", რომელიც ჩაატარა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის კანდელაკმა ღირსეულმა მღვდელმა მამა ნარეკ ღუშჩიანმა.

სულიერმა მამამ ლექცია დაიწყო მე-4 საუკუნიდან - სომხეთის მიერ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდიდან, ისაუბრა სომხური ეკლესიის ქრისტოლოგიის შესახებ, ხაზი გაუსვა რელიგიის განვითარების ერთიან გზას, რომელიც გაგრძელდა 451 წლის ქალკედონის კრებამდე.

მამა ნარეკ ღუშჩიანმა სათანადოდ განმარტა სომეხთა სამოციქულო და მართლმადიდებელი ეკლესიების დოგმატური განსხვავებები, ისაუბრა ნათლობის საიდუმლოზე, სომეხთა ეკლესიისთვის მიუღებელ ხელახალ ნათლობაზე, პარალელები გაავლო იმ მსგავსებებსა და განსხვავებებს შორის, რომლებიც გარკვეულწილად რეგულირებულია სხვადასხვა ეკლესიებში.

მამა ნარეკმა უპასუხა დამსწრეთა კითხვებს.

ღირსეულ მღვდელ ნარეკ ღუშჩიანის ინიციატივით მსგავსი ლექციები კვლავ ჩატარდება.

IMGP0336 IMGP0344 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)