1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს ყოფილი ქართველი მაღალჩინოსანი ეწვია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

14543539 

2016 წლის 6 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ეკლისიის საეპისკოპოსოს ეწვია ცნობილი ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ინტელიგენციის ცნობილი წარმომადგენელი ვიქტორია სირაძე. მას ახლდნენ გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი და აქტიური საზოგადო მოღვაწე არტემ კირაკოზოვი.

ქალბატონმა სირაძემ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს გადასცა ნამი მიკოიანის ავტორობით გამოცემული წიგნი ყოფილი ცნობილი სახელმწიფო, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, გრიგორ ჰარუთიუნიანის (არუთინოვის) შესახებ.

საუბრის დროს ქალბატონმა სირაძემ დაწვრილებით წარმოადგინა საქართველოს კომუნისტური პარტიის საორგანიზაციო საკითხებით მდივნის, საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის, შემდგომ სომხეთის რესპუბლიკის კომპარტიის პირველი მდივნის, გრიგორ ჰარუთიუნიანის საქმიანობა, ისაუბრა მის ოჯახზე, რომელთანაც იგი საკმაოდ ახლოს იყო.

საქართველოს კომუნისტური პარტიის მაღალჩინოსანმა ისაუბრა ასევე სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, ცხონებული ვაზგენ პირველის შესახებ. ქალბატონმა სირაძემ სიამოვნებით გაუზიარა დამსწრეებს მოგონებები სომეხთა კათალიკოსთან თავისი შეხვედრებიდან.

ეპარქიის წინამძღვართან საუბრისას, ქალბატონმა სირაძემ გაიხსენა საბჭოთა პერიოდში სომეხ მოღვაწეებთან მეგობრული ურთიერთობები.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მადლიერება გამოუხატა ქალბატონ ვიქტორია სირაძეს ვიზიტისთვის, მიესალმა სომეხი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემას.

მეუფე ვაზგენმა დიდ პატივად მიიჩნია ხანდაზმული ასაკის მსგავსი პიროვნების ვიზიტი საეპისკოპოსოში და გააჟღერა ინიციატივა - უახლოეს მომავალში მოეწყოს მისი შეხვედრა სომხურ სათვისტომოსთან.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)