1geo

fb you od

მარტიროს ელაგიანის გამოფენა „ჰაიარტუნ“ ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Martiros Elagyan 

2016 წლის 9 ოქტომბერს, "ჰაიარტუნ" ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიხსნა სომხეთის რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წევრის, მარტიროს ელაგიანის, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.

დამსწრეები დიდი ყურადღებით ათვალიერებდნენ ნიჭიერი მხატვრის უჩვეულო ნამუშევრებს - სხვადასხვა სიტუაციებისა და განწყობის ამსახველ, პორტრეტული ფერწერის, ცხოველთა სამყაროს ნამდვილად ცოცხალი რეპროდუქციით გრაფიკულ ნამუშევრებს. გამოიფინა ის 30 ნამუშევარი, რომელიც ნამდვილად ოსტატი მხატვრის ფართო სპექტრის ბრწყინვალე ნიმუშია.

გამოფენა გახსნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორმა, ლევონ ჩიდილიანმა, წარადგინა მარტიროს ელაგიანი, რომლის მშობლები, იყვნენ რა მკვიდრი თბილისელები, მას ჩაუნერგეს დიდი სიყვარული და პატივისცემა ამ კოლორიტული ქალაქისადმი, ასევე მისწრაფება თბილისელი სომეხი გამოჩენილი ხელოვანებისაგან სწავლისკენ.

მრავალი პერსონალური გამოფენით და ჯგუფური გამოფენებით ხელოვნების მოყვარულ საზოგადოების წინაშე წარმდგარი მხატვრის რწმენის სიმბოლო სიმარტივეა, ხელმისაწვდომობა და პროფესიონალიზმი. მსგავსი მიდგომითა და ხედვით შთაგონებული ნიჭიერი მხატვრის ნამუშევრები სომხეთის, რუსეთის, აშშ-ს, შვეიცარიის, ჩეხეთის უამრავ კერძო კოლექციონერთა კოლექციებშია და მყარი ადგილი უკავიათ არცახის ხელოვნების მუზეუმში. ჯერ კიდევ 2008 წელს ხელოვნებათმცოდნე არმენ სათაინის გამოქვეყნებულ წიგნში „ჩვენს თანამედროვეთა ფერწერა“ წარმოდგენილ 13 მხატვართაგან ერთი მარტიროს ელაგიანია.

დედა სამშობლოდან თბილისში პერსონალური გამოფენით წარსადგომად ჩამოსულ მხატვარს მიულოცეს მინიატურისტმა მერუჟან შაუმიანმა, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარე ირენ ოჰანჯანოვამ, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის თავმჯდომარე ენოქ თადევოსიანმა, საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრმა ლევონ ოსიპოვმა და სხვებმა, რომლებმაც შეაფასეს ხელოვანის ნამუშევრები, ფანქრითა და ფერებით რეალური და წარმოსახვითი სამყაროს გამოსახვის მისი ოსტატობა.

ხელოვანმა მადლობა გადაუხადა „ჰაიარტუნ“ ცენტრს, გამოფენის მოწყობის შესაძლებლობის მიცემისათვის და თავის გამოფენას უწოდა ასევე სულის ძახილი, მდიდარი კულტურული ტრადიციების მოყვარული საზოგადოების წინაშე თავისი ხელოვნებით წარდგომის ოცნების ახდენა.

მარტიროს ელაგიანის გამოფენა თბილისის "ჰაიარტუნ" ცენტრში გაგრძელდება 17 ოქტომბრამდე.

DSC07898 DSC07910 DSC07916 DSC07921 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)