1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების ვიზიტი ნატო-ს საინფორმაციო ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMG 5292 

ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების (დირექტორი: ვალერი ბადალიანი) თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლის 12 ოქტომბერს, ორგანიზებულ იქნა სომეხი აქტივისტი ახალგაზრდების ვიზიტი საინფორმაციო ცენტრში, კერძოდ, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, საქართველოში ვიზიტის დღეებში გახსნილ ახალ შენობაში. სომეხი ახალაზრდების ჯგუფს, განყოფილების პროგრამების კოორდინატორის, ნინა სეროპოვას, და მშვიდობის ფონდის თავმჯდომარის, გიორგი ტუმასიანის, ხელმძღვანელობით, დახვდა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ქეთი ჩაჩავა. დირექტორმა ხაზი გაუსვა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილებასთან ცენტრის თანამშრომლობას და ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ამის შემდეგ, ჯგუფმა დაათვალიერა ახალად გახსნილი ცენტრი, გაეცნო ცენტრის სტრუქტურულ საქმიანობას.

საქართველოს სომეხ ახალგაზრდებს შეხვდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თორნიკე ნოზაძე და ახალგაზრდებს ლექცია წაუკითხა. მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებებსა და პერსპექტივებზე, ბოლო პერიოდში გაძლიერებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და ამის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.

შემდეგ გაიმართა დებატები სხვადასხვა საკითხებზე.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილებამ და საინფორმაციო ცენტრმა შეაფასეს აღნიშნული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მის გაგრძელების აუცილებლობას.

IMG 5302 IMG 5306 IMG 5307