1geo

fb you od

ერევნის მერიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო თბილისობის დღესასწაულში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 1 

2016 წლის 15-16 ოქტომბერს აღინიშნა თბილისობის (ქალაქ თბილისისადმი მიძღვნილი) დღესასწაული. დღესასწაულზე, თბილისის მერის მოწვევით, თბილისში იმყოფებოდა ქალაქ ერევნის მერიის დელეგაცია, ვიცე-მერის - დავით ოჰანიანის ხლმძღვანელობით.

15 ოქტომბერს, სომხეთის დედაქალაქიდან ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრები მიიღო ქალაქ თბილისის მერმა - დავით ნარმანიამ. ორი ქვეყნის დედაქალაქების ხელისუფლების წარმომადგენლებმა განიხილეს მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების და თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ერევნის მერიის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ქალაქის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებებში.

16 ოქტომბერს, ერევნის მერიის დელეგაცია ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარს და დაესწრო საღმრთო ლიტურგიას, რომელიც აღევლინა ეპარქიის წინამძღვრის საპატიო წინამძღოლობით. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გასული, პარტია "ქართული ოცნების" ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე.

წირვის შემდეგ სტუმრები ესტუმრნენ საეპისკოპოსოს. საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი მიესალმა მერიის დელეგაციის ვიზიტს თბილისში, გამოხატა სურვილი, რომ ორ ქალაქს შორის მეგობრობამ ხელი შეუწყოს სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას, ორი უძველესი დედაქალაქის თანამშრომლობის გამყარებას.

სურბ გევორგ ეკლესიაში საკვირაო წირვას ესწრებოდა საქართველოში მომლოცველობაზე მყოფი ერევნის „სურბ ზორავორ ასტვაწაწინ“ ეკლესიის მრევლი, სულიერი მოძღვრის, ღირსეული მღვდლის მამა ვაჰან არაქელიანის ხელმძღვანელობით.

1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)