1geo

fb you od

საქართველოს სომეხი ახალგაზრდების მომლოცველობა სომხეთისა და არცახის წმინდა ადგილებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

arcakh 

2016 წლის 20-23 ოქტომბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის  კურთხევით,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების   ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო საქართველოს სომეხი ახალგაზრდების   მომლოცველობა   სომხეთისა და არცახის წმინდა ადგილებისკენ. საქართველოს სხვადასხვა რაიონის ოცმა სომეხმა ახალგაზრდამ,   ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დირექტორის, ვალერი ბადალიანის, ხელმძღვანელობით და დიაკვან გევორგ ანტონიანის თანხლებით, თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში ლოცვა აღავლინა და გაემგზავრა  მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში, არცახის ისტორიული  და სასულიერო ადგილების გაცნობის, ასევე მეგობრული კავშირების დამყარებისა და   ერთობლივი პროექტების შემუშავების მიზნით.

მომლოცველობა  დაიწყო ეღეგნაძორის  ნორავანქში  ვიზიტით,   რის შემდეგაც ახალგაზრდებმა იმგზავრეს მსოფლიოს ყველაზე გრძელი საბაგიროთი -   „ ტათევის ფრთები“ , და  ლოცვა აღავლინეს  ტათევის სამონასტრო კომპლექსში.

მომლოცველობის დღეებში სომეხი  ახალგაზრდები ეწვივნენ შუშის  საკათედრო  ტაძარს - „სურბ ამენაფრკიჩ ღაზანჩეცოცს“,    მწვანე ეკლესიებს, ხალიჩების მუზეუმს, მარტუნის რეგიონის ამარასის სამონასტრო კომპლექსს, ისტორიულ ტიგრანაკერტს და გათხრების მუზეუმს, იყვნენ გორისში, განძასარის სამონასტრო კომპლექსში მდებარე  მესროპ მაშტოცის  სახელობის მატენადარანში  და დადივანქში.   ახალგაზრდა მომლოცველები ეწვივნენ სტეფანაკერტის "ჩვენ ვართ ჩვენი მთები" მემორიალურ კომპლექსს და ყვავილებით შეამკეს არცახის თავისუფლებისათვის  მებრძოლი გმირების მემორიალური კომპლექსი.   

შორეული თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდების  დელეგაცია  სტეფანაკერტში  მიიღო მთიანი ყარაბაღის  კულტურის მინისტრმა ნარინე აღაბალიანმა.   მინისტრი მიესალმა ახალგაზრდებს,   პროგრამას  „შემეცნებითი და თანამშრომლობის ვიზიტი  სომხეთსა და არცახში“   და აღნიშნა, რომ საჭიროა უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს  არსებული მჭიდრო კავშირები.

შეხვედრაზე   იყო თანამშრომლობის გაგრძელების და ერთობლივი პროექტების განხორციელების წინადადებები, რაც ორივე მხრიდან მიღებულ იქნა მზაობით. კულტურის სამინისტროს   მიერ ორგანიზებულ იქნა ვახშამი - ადგილობრივი და  საქართველოდან ჩასული ახალგაზრდების     ერთმანეთის   გაცნობის მიზნით.   

სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის  საქართველოს  ეპარქია და   ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილება  გულწრფელ მადლობას უხდის სომხეთის რესპუბლიკის  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,  დახმარებისა  და მხარდაჭერისათვის, ასევე „შემეცნებითი და თანამშრომლობის ვიზიტი  სომხეთსა და არცახში“    პროგრამის ასეთ  მაღალ დონეზე ორგანიზებისა და საქართველოს სომეხი  ახალგაზრდების სომხეთისა და არცახის ეკლესიებში მომლოცველობის შესაძლებლობის მიცემისათვის.

არცახის შემოქმედი ხალხის გმირული ნებით  შთაგონებული ახალგაზრდები დაბრუნდნენ   თბილისში, თან ჩამოიტანეს    ახალი მეგობრების კეთილი სურვილები   და კვლავ შეხვედრის მოლოდინი...

DSC08060 DSC08134 DSC08158 DSC08204 

DSC08214 DSC08267 DSC08272 DSC08273 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)