ახლად არჩეული დეპუტატი სომხურ ეკლესიას ეწვია |
სიახლეები |
2016 წლის 6 ნოემბერს, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნების დროს მის მიმართ გამოჩენილი ნდობისათვის მადლიერების გამოსახატავად თბილისის ავლაბრის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლიესიას ეწვია ისნის რაიონიდან საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად არჩეული დავით ჭიჭინაძე. სიკვირაო ღვთისმსახურების შემდეგ, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის სულიერმა მოძღვარმა, ღირსეულმა მღვდელმა ვირაპ ღაზარიანმა მიულოცა ახლად არჩეულ დეპუტატს და მას მრევლისათვის მიმართვის შესაძლებლობა მისცა. საქართველოს პარლამენტის ახლად არჩეულმა წევრმა ისნის რაიონის მცხოვრებლებს მადლობა გადაუხადა, არჩევნებზე მისთვის ხმის მიცემისათვის. დეპუტატმა ჭიჭინაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი წინასაარჩევნო დაპირებები და განაცხადა, რომ დეპუტატობის წლებში მხარს დაუჭერს თბილისის სომხურ სათვისტომოს, სომეხთა ეკლესიას და სხვა კულტურულ დაწესებულებებს, მათ წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის საქმეში. |