1geo

fb you od

შეხვედრა UWC College Dilijan-ის (დილიჯანის საერთაშორისო სკოლა) დირექციასთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

IMGP0434 

2016 წლის  19 ნოემბერს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის   „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიმართა შეხვედრა UWC College Dilijan-ის (დილიჯანის საერთაშორისო სკოლა)  დირექტორთან -  დენის დევიდსონთან, მიმღები კომისიის  თავმჯდომარესთან - ელენე შეროზიასა და კომისიის წევრ  დარია    ბროდნიკოვსკაიასთან.

დარბაზში ხალხმრავლობა იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა ეროვნების უფროსი კლასების მოსწავლეები, მათი მშობლები. დამსწრეებს აინტერესებდათ კოლეჯის   საქმიანობის  დეტალები, სწავლების მეთოდოლოგია, მიმართულებები, კოლეჯში ჩარიცხვის პირობები, მიღწეული  წარმატებები   და მომავლის ხედვები.

დილიჯანის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა დენის დევიდსონმა დაწვრილებით წარმოადგინა სკოლა, სადაც    სწავლობს 200 ახალგაზრდა  მსოფლიოს 72 ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან და საქართველოდან. დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს მსოფლიოს მოწინავე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ორწლიანი მოსამზადებელი კურსია და  სწავლება ინგლისურ ენაზეა.      

მიმღები კომისიის თავმჯდომარე ელენე შეროზიამ დასძინა, რომ  დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯი 1962 წელს დაარსებული მსოფლიო კოლეჯების გაერთიანების წევრია, ამჟამად    საქართველოდან კოლეჯში 16 მოსწავლე სწავლობს.   

16-17 წლის მოზარდის წინ ღიაა დილიჯანის საერთაშორისო სკოლის კარი.    შესაბამისი ცოდნის წარმოჩენის და სამი ეტაბისაგან შემდგარი კონკურსის    დაძლევის შემდეგ, მოზარდს შეუძლია გახდეს კოლეჯის   სტუდენტი. გლობალური განათლების  მნიშვნელობის გათვალისწინებით, კოლეჯი სწავლის საფასურის გადახდაში შეღავათებს უკეთებს       გადახდისუუნარო ოჯახებს, თავის გამოსვლაში მიღების   პირობები განმარტა კომისიის წევრმა დარია ბროდნიკოვსკაიამ.

შემდეგ კოლეჯის წარმომადგენლებმა უპასუხეს დამსწრეთა  შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა  კოლეჯში ჩარიცხვას,  სწავლის გაგრძელების პირობებს, საჯარო სკოლის დამთავრებას, სამედიცინო მომსახურებას,  სამხედრო სამსახურის გადავადებას და სხვა.

შეხვედრამ  ჩაიარა   ცოცხალ და საინტერესო ატმოსფეროში.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)