1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს ვიდეოჩართვა საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრთან PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 

2016 წლის 29 ნოემბერს დამყარდა  ვიდეო- კავშირი სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის სამინისტროსა  და საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრს შორის.  დედა სამშობლოს ეს სტრუქტურა აერთიანებს მსოფლიოში გაფანტულ სომხობას, და ამ შემთხვევაში ვიდეო-კავშირის მიზანი საქართველოს სომხური სათვისტომოს, კერძოდ თბილისის სომხური სათვისტომოს საქმიანობის, მისი პრობლემებისა და    მომავლის ხედვის გაცნობა იყო.

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სერჟ სრაპიონიანმა   კონფერენციის მონაწილეებს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის, ქალბატონ ჰრანუშ ჰაკობიანის მოკითხვა, ხაზი გაუსვა ვიდეო-კავშირის მეშვეობით   იმ  პროგრამებისა და პროექტების მონახაზის შექმნას, რომლებიც    მიზნად ისახავს საქართველოს სომხურ სათვისტომოში მშობლიური ენის, ეროვნული კულტურის განვითარებასა და პან-სომხური ღონისძიებების განხორციელებას.  

წარმოადგინა რა თბილისის სომხურ  სათვისტომოში არსებული ვითარება, "ჰაიარტუნ" ცენტრის  ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა  ისაუბრა სომხების ასიმილაციის საფრთხის შესახებ,  რომელიც თანდათან ვრცელდება თბილისში, ქალაქში, რომელიც თავის დროზე სომხური აზროვნების განვითარების ცენტრი იყო.  ბატონმა ჩიდილიანმა შეშფოთება გამოხატა  მცირეკონტინგენტიანი  სკოლების თაობაზე, მაგალითად მოიყვანა ნერსისიანის სკოლის ეროვნულობის შენარჩუნების საქმიანობა და ამ მდგომარეობიდან გამოსავალი უწოდა მაღალი დონის კერძო სკოლის არსებობას.   

თბილისის სომხური სათვისტომოსათვის  გადამწყვეტ ფაქტორად დაასახელა ასევე სომხეთიდან    სახელმძღვანელოების დაგვიანებით მიღება.

ვიდეო-კავშირის დროს  თბილისის სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მიერ ცენტრის საქმიანობის მხარდაჭერას, მასწავლებელთა გადამზადებას, „არი ტუნ“ ახალგაზრდულ პროგრამას.  დეტალურად იქნა  წარმოდგენილი  ოვანეს თუმანიანის თბილისის სახლის, ამჟამად ხელოვნებისა და ლიტერატურული კავშირების „ვერნატუნ“ ცენტრის   სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის გახსნაც დაგეგმილია გაზაფხულზე.    

ისაუბრეს ასევე სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს მიერ წამოწყებულ „შენ რას აკეთებ   ყარაბაღისთვის"  სრულიად  სომეხთა მოძრაობაზე, რომელსაც   შეუერთდა ასევე თბილისის სომხობა - მომლოცველობებით,   ორმხრივი თანამშრომლობით, ერთობლივი პროექტების განხორციელებით.

სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს თანამშრომლებმა მხარდაჭერა აღუთქვეს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისკენ მიმართული საკითხების მოგვარებაში, თბილისის სომხური სათვისტომოსთვის „არი ტუნ“ ახალგაზრდული პროგრამის    კვოტების გაზრდის, ასევე   ოვანეს თუმანიანის დაბადების 150-ე წლისთავის   სათანადოდ აღნიშვნის და სხვა პან-სომხური  პროგრამების ერთობლივად განხორციელებაში მონაწილეობის საქმეში.  

ვიდეო-კავშირი შეაჯამა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სერჟ სრაპიონიანმა, და გააჟღერა ინიციატივა მსგავსი კავშირის რეგულარულად  დამყარების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სომხეთ-დიასპორის თანამშრომლობას.

DSC08641 DSC08645 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)