1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის საერთო კრება PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

1 1 

2016 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  შედგა ეპარქიის თანამშრომელთა და სამღვდელოების საერთო კრება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის, ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, უმაღლესი სასულიერო საბჭოს შემოდგომის  კრების ფარგლებში,  ვიზიტიდან მის მიღებულ შთაბეჭდილებებს,  და სოციალური ქსელის - Facebook-ის      "ჰაიარტუნ"-ის გვერდის მომხმარებელთა მოწონების "like" - ების რაოდენობით 10.000-ის ზღვარის გადალახვას.

კრება  დაიწყო ლოცვით, "მამაო ჩვენო"-თი,  და ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.   

მეუფემ დამსწრეებს მოუთხრო   ნიუ-იორკის სომხური სათვისტომოსა და სომხური ეკლესიის შესახებ, წარმოუდგინა აღმოსავლეთ და დასავლეთ ეპარქიების საქმიანობა,   მშობლიური ენისა და სომეხი ადამიანის იდენტობის  შენარჩუნებას, ისაუბრა მოქმედი  საკვირაო სკოლების, ახალგაზრდული კავშირებისა და სომხური არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

ეპარქიის წინამძღვარმა მონაწილეობა მიიღო სრულიად სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის  110-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღესასწაულში და დამსწრეებს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები სომხური სათვისტომოს აქტიურობის,   სომეხთა საქველმოქმედო საერთო კავშირის  პატრიოტული საქმიანობის შესახებ.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ისაუბრა სამუშაოების საერთო გაცნობის, აზრთა გაცვლის შესახებ, ხაზი გაუსვა ინტერესს საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული  „ჰაიარტუნ“  ცენტრის საქმიანობისადმი და სურვილი აღნიშნული მოდელის სხვა თემებშიც დანერგვის შესახებ.

მეუფე ვაზგენმა მიულოცა საქართველოს სომეხთა ეპარქიის   პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას,  Facebook-ის    "ჰაიარტუნ"-ის გვერდის მომხმარებელთა  მოწონების "like" - ების რაოდენობით 10.000-ის ზღვარის გადალახვა.   

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოს  ვაზგენ მირზახანიანის აშშ-ში ვიზიტიდან დაბრუნებასა და მომხმარებელთა    სოლიდური რაოდენობის მიღწევასთან დაკავშირებით ცენტრში გაუმასპინძლდნენ კრების მონაწილეებს.

1 2 1 3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)