1geo

fb you od

საქართველოს სომეხმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს გიუმრიში ორგანიზებულ სემინარში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

DSC08789 

სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით და  თანამშრომლობით, საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება წლების მანძილზე ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს.     აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ახალგაზრდების მომლოცველობა სომხეთის რესპუბლიკისა და არცახის წმინდა ადგილებში. სომხეთის რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ გააგრძელა ტრადიცია და 5-7 დეკემბერს განახორციელა პროგრამა -    "საქართველოს სომეხი ახალგაზრდების  საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერა:   ახალგაზრდობის თანამშრომლობის განვითარება“. პროგრამის ფარგლებში მოეწყო    სამდღიანი სასწავლო სემინარი   2016 წელს ახალგაზრდობის დედაქალაქად გამოცხადებულ გიუმრიში.

2016 წლის 5 დეკემბერს, ახალგაზრდების 25-კაციანმა ჯგუფმა, მიიღო  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის მამობრივი კურთხევა და კეთილი სურვილები და განყოფილების დირექტორის, ვალერი   ბადალიანის ხელმძღვანელობით გაემგზავრა გიუმრიში. იქ ჯგუფს შეუერთდა კოტაიქის რეგიონის ქალაქ ჩარენცავანის 25-კაციანი ჯგუფი.   ჩარენცავანი გამოცხადებულია სომხეთის 2017 წლის ახალგაზრდულ დედაქალაქად.

პროგრამა  მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის სასწავლო, საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას, სომხეთ-დიასპორის კავშირების გაფართოების ხელშეწყობას,    ეროვნული თვითმყოფადობის, ახალგაზრდობის თანამშრომლობის განვითარებას.

სასწავლო პროგრამაში ჩართული იყო სომხეთის რესპუბლიკის    ახალგაზრდული სახელმწიფო პოლიტიკის, არსებული საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მოქალაქეობისა და ქართულ საზოგადოებაში სომხური სათვისტომოს ინტეგრაციის შესახებ ლექციები,   წარმოდგენილი იქნა  პროექტები, რომელთაც ახორციელებს სამინისტრო, ასევე სახელმწიფოთაშორისო და საერთაშორისო ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარებისკენ მიმართული პროექტები.  

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სომეხ  ახალგაზრდებსა და გიუმრისა და ჩარენცავანის   ახალგაზრდული  ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის  შეხვედრები გაიმართა, რომლის დროსაც წარმოდგენილ იქნა პროექტები და ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებენ თემებში,    განხილულ იქნა სომხეთი-დიასპორა კავშირების განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯები,  თანამშრომლობის გზები  და ერთობლივი პროგრამების  და ღონიძიებების განხორციელების შესაძლებლობა.  

მოეწყო ახალგაზრდების   ვიზიტი "მჰერ მკრტჩიანის" მუზეუმში  და დების - მარიამ და ერანუჰი  ასლამაზიანების გალერეაში.   

ახალგაზრდები შეხვდნენ   შირაქის ეპარქიის წინამძღვარს, მის ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანს, მიიღეს მისი კურთხევა და მფარველობა, გაეცნნენ შვიდი ეკლესიის ქალაქის ისტორიას და მონაწილეობა მიიღეს საღამოს ღვთისმსახურებაში.  

7 დეკემბერს, სპიტაკის საშინელი მიწისძვრის დღეს, საქართველოს სომეხი ახალგაზრდების დელეგაციამ ყვავილებით შეამკო მიწისძვრის მსხვერპლთა მემორიალი, დაესწრნენ პანაშვიდის ცერემონიას.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილება მადლობას უხდის სომხეთის რესპუბლიკის    სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა სამინისტროს და ახალგაზრდული ღონისძიებების განხორციელების ცენტრის დირექციას, ეპარქიის ახალგაზრდული განყოფილების მუდმივი მხარდაჭერისა და   თანამშრომლობისთვის, ასევე ახალგაზრდულ დედაქალაქ გიუმრის, მასპინძლობისთვის.  

ეპარქიის ახალგაზრდობის საკითხთა განყოფილების დელეგაციას გიუმრიში ახლდნენ „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვრის თანაშემწე დიაკვანი გევორგ ანტონიანი, ახალგაზრდობის განყოფილების პროგრამების კოორდინატორი ნინა სეროპოვა და ოპერატორ-ფოტოგრაფი გევორგ პოღოსოვი.

DSC08698 DSC08770 DSC08816 DSC08834 

DSC08736 DSC08881 DSC08886 DSC08903 

DSC08904 DSC08913 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)