1geo

fb you od

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

vigen sargsyan 

2016 წლის 22 დეკემბერს, ოფიციალური ვიზიტით საქართველოში   მყოფი სომხეთის რესპუბლიკის  თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი ეწვია საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძარს. მინისტრი მიიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, სამღვდელოებასთან ერთად.

მინისტრმა და მისი დელეგაციის წევრებმა სანთლები დაანთეს  მე -13 საუკუნეში აგებულ „სურბ გევორგ“ ეკლესიაში და ლოცვა აღავლინეს უძველეს ტაძარში.  

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა გვირგვინით შეამკო ეკლესიის ეზოში დაკრძალული ეთნიკურად სომეხი გენერლების  -  მიქაელ  ლორის-მელიქოვის, ივანე ლაზარევის, ბორის შელკოვნიკოვის, არზას ტერ-ღუკასოვის     საფლავები.

შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის     „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიმართა  სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრისა და მისი თანმხლები დელეგაციის წევრების  შეხვედრა თბილისის სომხურ სათვისტომოს წევრებთან, სამცხე-ჯავახეთის   რეგიონის სტრუქტურათა  ხელმძღვანელებთან,  სათვისტომოს  ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ინტელიგენციასთან.  

სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკისა  და   საქართველოს ეროვნული ჰიმნების შესრულებით მიესალმნენ ცენტრში მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.

მინისტრს მიესალმა  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი,  მისი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი. მეუფემ ისაუბრა იმ ისტორიულ გზაზე, რომელიც ერთმანეთის მხარდაჭერით გაიარეს სომხებმა და ქართველებმა, თავიანთი სამშობლოს ტერიტორიათა დაცვით, საკუთარი ხალხის მშვიდობისა და     უსაფრთხოების უზრუნველყოფით.   

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი  ვიგენ სარგსიანი მიესალმა წინამძღვარს და საქართველოში მცხოვრებ სომხებს, დააფასა და მაღალი შეფასება მისცა სომეხთა ეკლესიის როლს სომეხი ხალხის ცხოვრებაში, როგორც სომხეთში, ასევე დიასპორასა და სომხურ არმიაში.  სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა ქართულ-სომხურ  მეგობრობაზე  და აღნიშნა, რომ ჩვენს ორ ხალხებსა და ქვეყნებს შორის არასოდეს არანაირი სერიოზული კონფლიქტი და უთანხმოება არ ყოფილა. მინისტრმა სარგსიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ისტორიულად მეზობელი ქვეყნები ერთსა და იმავე  ღირებულებათა და ქრისტიანული რწმენის მატარებელნი  არიან.   სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა, კერძოდ, რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მშვიდობის დაცვის საქმეში სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ.  

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის  საელჩოს სამხედრო ატაშემ, პოლკოვნიკმა სამველ რამაზიანმა წაიკითხა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრ ვიგენ სარგსიანის    ბრძანება, ყარაბაღის ომის მონაწილეების,   თბილისში მცხოვრები  სტანისლავ  მანუკიანის, არტურ ბეგლიანისა, და   "ჰაიარტუნ" ცენტრის დირექტორის,  ლევონ ჩიდილიანის  „გარეგინ ნჟდეჰ“მედლით დაჯილდოების შესახებ.   

პატივცემულმა  მინისტრმა უპასუხა დამსწრეთათვის საინტერესო შეკითხვებს.

სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა დაასრულა დამდეგი შობა-ახალი წლის მილოცვითა და ყოველივე სიკეთე უსურვა ყველას.  

მინისტრ ვიგენ სარგსიანს ვიზიტის დროს თან ახლდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ტონოიანი, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი და დელეგაციის სხვა წევრები.

1 2 3 4 

5 6 7 8 

9 10 11 12 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)