1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის საახალწლო ზეიმი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Amanorya handes 

2016 წლის  23 დეკემბერს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის    „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის    დარბაზში  გაიმართა „სურბ მოვსეს ხორენაცი“  საბავშვო ბაღის  საახალწლო  და საშობაო ზეიმი.  დარბაზს, მასწავლებელ-აღმზრდელთა ძალისხმევით  და   მშობლების მხარდაჭერით, ჭეშმარიტად   საახალწლო სადღესასწაულო სახე ჰქონდა მიღებული, სადაც შეკრებილი   ბავშვები ელოდნენ ახალი - 2017 წლის, მოსვლის  მახარობელ ზარებს.

ზეიმი დაიწყო საუფლო ლოცვით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის კურთხევით.    

საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორის და  საბავშვო ბაღის ხელმძღვანელის  ევგენია მარკოსიანის გახსნის სიტყვისა და საახალწლო და საშობაო კეთილი სურვილების შემდეგ, ბავშვებმა ერთმანეთის მიყოლებით წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს, შეასრულეს თავიანთი პატივცემული მასწავლებლების - მეტაქსია ღაზარიანის, აქსანა შაროიანის, მარი აბულიანის, ივანე მკრტჩიანისა  და სხვათა მიერ ნასწავლი.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ხალხური ზღაპრის - „ქაჯ ნაზარის“ (მამაცი ნაზარი),   ახალ წელთან დაკავშირებული ინსცენირება, რომელიც  ასე ლამაზად და ოსტატურად წარმოადგინეს პატარებმა.

ტრადიციის თანახმად, მოვიდა თოვლის ბაბუაც,    პატარების გამოსვლებთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოთქვა  და ბავშვებს საშობაო საჩუქრები დაურიგა.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თანაშემწემ, არქიმანდრიტმა ხორენ ჰოვანისიანმა  შეაქო საბავშვო ბაღის პედაგოგები, გაწეული საქმიანობის,    ზეიმის ასე ლამაზად ორგანიზებისა და   ბავშვებისათვის  საახალწლო  განწყობსი შექმნისათვის. არქიმანდრიტმა ხორენმა დამსწრეებს მოუწოდა, რომ  ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს   ახალ წელზე  მეტად მიანიჭონ მნიშვნელობა.

ღონისძიების ბოლოს, თავის  კურთხევისა და დაფასების სიტყვაში  საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა    ისაუბრა "ჰაიარტუნ" ცენტრის, განსაკუთრებით  აქ მოქმედი „სურბ მოვსეს ხორენაცი“ საბავშვო ბაღის მოღვაწეობაზე, რომელიც   ყოველთვის წარსდგება ახალი სილამაზით, ახალი გაფორმებით, რითაც ამტკიცებს, რომ საბავშვო ბაღი ნამდვილად ნორჩი თაობის სომხური სულისკვეთებით აღზრდის კერაა. მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მადლიერება გამოუხატა ღირსეულ მღვდელ სტეფანოს დინგილიანს   (აშშ დასავლეთის ეპარქია ) და ღირსეულ მღვდელ არარატ გუმბალიანს  (საქართველოს სომეხთა ეპარქია) საეპისკოპოსოსთან ერთად საბავშვო ბაღის აღსაზრდელების საახალწლო საჩუქრებით უზრუნველყოფისათვის.   მეუფემ ყველას მოუწოდა, რომ დაესწრონ  ჭრაგალუიცის,   საშობაო და  ნათლისღების საღმრთო ლიტურგიებს.   

აქვე დავსძენთ, რომ   გიორგი თუმასიანსა (თბილისი)  და   სამველ მოვსისიანს (ერევანი) პატარებისთვის მომზადებული ჰქონდათ საშობაო კიდევ ერთი საჩუქარი - ბავშვებისთვის  საზეიმო გამასპინძლება იყო მოწყობილი.

1 2 3 4 

5 6 7 8 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)