1geo

fb you od

ლევ ბაიახჩევის სურათები საქართველოს სომეხთა ეპარქიის "ჰაიარტუნ" ცენტრში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Lev Baiakhchev 

2017 წლის 24 თებერვალს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში  გაიხსნა   საქარველოს რესპუბლიკის დამსახურებული მხატვრის, საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრის, ლევ ბაიახჩევის, სურათების   პერსონალური გამოფენა, რომლის ინიციატორები არიან საქართველოს სომეხ მხატართა კავშირი და „ჰაიარტუნ“ ცენტრი.

ლევ ბაიახჩევი  XX საუკუნის მეორე ნახევრის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია.  

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა პერიოდში შექმნილი 60 გრაფიკული ნამუშევარი, მხატვრული ტილო. ყველა წარმოდგენილი ნიმუში, რომელიც ოჯახში ინახება, წარმოდგენილ იქნა პირველად.   

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ ბაიახჩევის ოჯახის წევრები, თბილისის სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი ხელოვნების მოყვარული საზოგადოება, ისინი, ვინც იცნობს და აფასებს ბაიახჩევის ხელოვნებას.

გამოფენა გახსნა  "ჰაიარტუნ" ცენტრის ხელმძღვანელმა ლევონ ჩიდილიანმა. მან მადლობა გადაუხადა ბაიახჩევის ოჯახს, გამოფენის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის.   

საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის   თავმჯდომარემ, გამოფენის  კურატორმა ირენ ოჰანჯანოვამ ისაუბრა მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაზე, ხაზი გაუსვა მის მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში და   ორგანიზებულ  ინდივიდუალურ გამოფენებში. გამომსვლელმა ისაუბრა მხატვრის ფერწერულ  ტილოებზე, რომლებიც დაცულია საქართველოს და უცხოეთის  ქვეყნების მუზეუმებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში.

დიდი მხატვრის  შემოქმედებით მრავალფეროვან პალიტრაზე და   ფერწერულ მდიდარ  ტექნიკაზე ისაუბრეს ხელოვანმა მარინა მეძმარიაშვილმა, ხატწერის დიდმა ოსტატმა მიხეილ მჭედლიშვილმა, მხატვარმა რომან ცუხიშვილმა.     ამხანაგსა და კარგ მეგობარზე   მოგონებები გაიხსენეს არტემ კირაკოზოვმა და იგორ ნაგორნიმ.  

ღრმა მადლიერების გრძნობით, სიტყვით გამოვიდა მხატვრის ქვრივი, ქალბატონი ელენა ბაიახჩევა. მან განაცხადა, რომ ოჯახი  აპირებს  ლევ ბაიახჩევის 90-ე წლისთავს გამოფენა მიუძღვნას.  

შემდეგ დამსწრეებმა უყურეს ვიდეოფილმს მხატვრის შესახებ.

ლევ ბაიახჩევის  პერსონალური გამოფენა საქართველოს სომეხთა ეპარქიის  „ჰაიარტუნ“  ცენტრში  გაგრძელდება  2017 წლის 19 მარტამდე.

1 2 3 4 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)