1geo

fb you od

არმენ ჰოვანისიანის თოჯინები ერევანში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

Armen Hovhannisyan 

2017 წლის 24 მაისს, სომხეთის რესპუბლიკის  დიასპორის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს სომეხთა ეპარქიის     მხარდაჭერით, „Dolls’ Gallery“ თოჯინების გალერეის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს სომეხი ხელოვანის არმენ ჰოვანისიანის  პერსონალური გამოფენა „თოჯინების სამყარო“. 

დარბაზში ჩამწკრივებულნი იყვნენ სხვადასხვა  ასაკის, პოზიციისა და სტატუსის,  სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის, სხვადასხვა წიგნების და ფილმების, სხვადასხვა ეპოქის პერსონაჟები, რომელთაც საზოგადოება კარგად იცნობს, გამოფენის დამთვალიერებელს წარუდგნენ არმენ ჰოვანისიან პოეტის, მხატვრისა და მეთოჯინის ოსტატი  ხელით დამზადებული თოჯინების სახით.   

დამსწრეები დაუფარავი გაკვირვებით და აღტაცებით, სიყვარულით და პატივისცემით ათვალიერებდნენ თოჯინებად ქცეულ ნაცნობ   პერსონაჟებს.

არმენმა დღემდე შექმნა    200-ზე მეტი თოჯინა და თავისი საუკეთესო ნამუშევრები წარუდგინა ხელოვნების მოყვარულ საზოგადოებას  და მისი შეფასება დაიმსახურა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.   წარმოუდგენელი სკრულპულოზურად შესრულებული ნამუშევრები,   ყოველგვარი ზედმეტის და წვრილმანის გარეშე, რაც იწყება    თიხით, თაბაშირით, ხდება ქანდაკება, შემდეგ ფერმწერის ოსტატობით იძენს ბუნებას, იცვამს როგორც პერსონაჟი და იქცევა თოჯინა პერსონაჟად, - აი ესაა არმენ ჰოვანისიანის  შემოქმედებითი გზა.   

დამსწრეებს მიესალმა  თოჯინების გალერეის სამხატვრო ხელმძღვანელი მარინა ხაჩმანუკიანი და აღნიშნა, რომ მათთვის ორმაგი ზეიმია, ვინაიდან გალერეაში პირველი   პერსონალური გამოფენა მოეწყო.

დამსწრეებს სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰრანუშ ჰაკობიანის, მისასალმებელი სიტყვა გადასცა მინისტრის მოადგილემ სერჟ სრაპიონიანმა და აღნიშნა, რომ არმენ ჰოვანისიანის თოჯინები  მთლიანად სომხურია. არმენი ცხოვრობს და მოღვაწეობს  სომხური კულტურის ოდინდელ ცენტრ თბილისში, გამოირჩევა როგორც ოსტატი მეთოჯინე. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ  ეს გამოფენა სომხურ-ქართული მეგობრობის     უნიკალური გამოხატულებაა, ვინაიდან არმენის შექმნილი ბევრის მთქმელი თოჯინების კოლექცია სამშობლოში წარსდგება თბილისური   უნიკალური კოლორიტით.

სერჟ სრაპიონიანმა მეთოჯინე არმენ ჰოვანისიანს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის   დიასპორის სამინისტროს სიგელი, საქართველოს სომხურ დიასპორაში სომხური კულტურის   განვითარების და გავრცელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მისი დაბადების   30 წლის იუბილესთან დაკავშირებით.   

შემდეგ საქართველოს სომეხთა ეპარქიის  კულტურის განყოფილების დირექტორმა, „ჰაიარტუნ“  ცენტრის  დირექტორმა ლევონ ჩიდილიანმა აღნიშნა, რომ არმენის ეს გამოფენა სიმბოლურია და იმის მოწმობაა, რომ საქართველოში სომხების   ნიჭი ახალად აღმოცენდება და უახლოეს მომავალში ხორცშესხმული იქნება ავტორის მოძრავი თოჯინების თეატრის შექმნის დიდი ოცნება.  

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს, გამოფენის მხარდაჭერისათვის და აღნიშნა: „ ვფიქრობ, რომ არ არსებობენ არა კეთილი თოჯინები. ამ დარბაზმა ჩვენ გადაგვიყვანა ბავშვობაში. არმენ ჰოვანისიანი ასევე პოეტია და მშვენიერი ნაწარმოებების ავტორი. მისმა თოჯინებმა დაიმსახუარა ასევე ქრთველების ყურადღება და აღფრთოვანება, ადგილი დაიკავეს როგორც ქართულ, ასევე სომხურ თოჯინების მუზეუმებში“.  

ღონისძიების დასასრულს ავტორმა არმენ ჰოვანისიანმა მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს, მისი ნაწარმოებების ერევანში წარდგენისათვის და წაიკითხა თავისი ლექსები.
გამოფენა გაგრძელდება 27 მაისამდე.

A1 A2 A3 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)