1geo

fb you od

მთავარ საკათედრო წ. ეჯმიაწინში საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

a1 

2017 წლის 25 მაისს, სომეხთა   სამოციქულო მართლმადიდებელმა წმიდა ეკლესიამ აღნიშნა   იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული. ამ  დღესასწაულზე აღინიშნება    1441 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის   სის  ქალაქიდან მთავარ საკათედრო ეჯმიაწინში გადმოტანის ისტორიული დღე. სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის, გარეგინ მეორის განკარგულებით ეს დღესასწაული გამოცხადდა ასევე წმინდა ეჯმიაწინის მომლოცველობის დღედ.

დღესასწაულთან დაკავშირებით მთავარ საკათედრო წმინდა ეჯმიაწინში იყვნენ ჩასულნი სომეხთა ეკლესიის ეპარქიათა წინამძღვრები და მრავალი მორწმუნე.   მთავარ საკათედრო ტაძარში, გარეგინ მეორის საპატიო წინამძღოლობით აღევლინა საღმრთო ლიტურგია. წირვა აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიის დროს მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა: „ ... აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ  40 დღეს დაჰყო ამ ქვეყნად,   დარჩა, რათა თავისი აღდგომის ფაქტი დაესაბუთებინა მოციქულთათვის, და ისინი მოემზადებინა იმის გასამკლავებლად, რაც უნდა გადახდომოდათ.     ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა.   იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.   "მე მომეცა მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყველა ადამიანი, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთან ერთად   ვარ ყოველთა დღეთა, სამყაროს დასასრულამდე“
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ამაღლების დღესასწაულს თან ახლავს ხალხური დღესასწაული, ხაზი გაუსვა ამ ტრადიციის დაცვასა და პოპულარიზაციას საერო ცხოვრებაში.
მეუფე ვაზგენმა, გაიხსენა რა 1441 წელს სრულიად სომეხთა კათოლიკოსატის    სის ქალაქიდან მთავარ საკატედრო ეჯმიაწინში გადმოტანის ისტორია, აღნიშნა:    "ეს ჩვენი ხალხისთვის არის ეროვნული დღესასწაული, ვინაიდან  ვიზიარებ იმ აზრს, რომ კათოლიკოსატის - სომეხთა ეკლესიის  სულიერი ცენტრის,    ვაღარშაპატში, აღმოსავლეთ სომხეთში, გადმოტანით ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა აღმოსავლეთ სომხეთის ეს ისტორიული პატარა მონაკვეთი, სადაც  1918 წელს ჩამოყალიბდა ჩვენი დამოუკიდებელი   სახელმწიფოებრიობა, წმიდა ეჯმიაწინისა და მისი მსახური  კონგრეგაციის წყალობით ".
ბოლოს, ეპისკოპოსმა ვაზგენმა უწმინდესს უსურვა ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, სომეხი ხალხის მწყემსვა როგორც სომხეთში, ასევე დიასპორაში.  საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის თავმჯდომარეობით შესრულდა საპატრიარქო ლოცვა-კურთხევა, რომლის დროსაც მღვდელმსახურებმა და დამსწრეებმა ილოცეს მთავარი საკათედრო წმინდა ეჯმიაწინის     სიმტკიცისა და გაბრწყინებისთვის.
წმინდა ცერემონიას ასევე ესწრებოდა „ავრორა“   ჰუმანიტარული დაჯილდოების ცერემონიისთვის სომხეთში ჩამოსული  2016 წლის ჯილდოს მფლობელი მარგარიტ ბარანიცკი,     2017 წლის ჯილდოს  ნომინანტი თომ ქატინა,  უმაღლესი სასულიერო საბჭოს წევრი და ქველმოქმედი რუბენ ვარდანიანი, ასევე ვენის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეოლოგიის   ფაკულტეტის ღვთისმეტყველების და საიდუმლოების  კათედრის და   ქრისტიანული აღმოსავლეთის შესწავლის და სამღვდელოების კათედრის 32   პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი.

18620173 677597245765583 2656911186184021004 n 18671278 677597335765574 4206353658580505365 n 18740298 677597182432256 8056319982562880393 n 

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)