2017 წლის 27 მაისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა ქართული პოეზიის სომხური ანთოლოგიის პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდა თანაავტორი, სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი, პოეტი, მთარგმნელი, გაგიკ დავთიანი.
დარბაზში ადგილები ეკავათ თანამედროვე ქართველ მწერლებს, პოეტებს, მკითხველებს, თბილისის სომხური ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებს. ღონისძიებას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა,ისაუბრა სომხურ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობებზე, ხაზი გაუსვა ორი დღის წინ თბილისში სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის, ედუარდ მილიტონიანის წიგნის, „ადამიანი და ცირკი“, ქართული თარგმანის პრეზენტაციას, რომელსაც ესწრებოდნენ ავტორი და მთარგმნელები. მსგავსი შეხვედრები აჯამებს შესრულებულ სამუშაოს და მოწმობს სომხურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებას. ქართული პოეზიის სომხური ანთოლოგია გამოქვეყნდა გაგიკ დავთიანის დაბადებიდან 70-ე და ლიტერატურული საქმიანობის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად. მიულოცა რა სომეხ კოლეგას იუბილე და ქართული პოეზიის ანთოლოგიის შედგენა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ წაიკითხა გაგიკ დავთიანისთვის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის მინიჭების შესახებ განკარგულება. შემოქმედების გარდა, ნიჭიერი მწერლის რწმენის სიმბოლო შემოქმედების ნაყოფის ერთმანეთისთვის გაზიარებაა, თავისი შემოქმედების მიცემა და სხვისის აღება. საქართველოში პირველად ჩამოსვლისა და ქართული პოეზიის თანავარსკვლავედის გაცნობის შემდეგ, სომეხი პოეტის მიზნად იქცა ქართული პოეზიის სომხური თარგმანის შექმნა. კრებული, რომელშიც თავმოყრილია 34 თანამედროვე ქართველი პოეტის ნამუშევრები, საქართველოს მწერალთა კავშირის საპატიო წევრის, გაგიგ დავთიანის 30-ზე მეტი წლის თანმიმდევრული მთარგმნელობითი სამუშაოს შედეგია. ქართული პოეზიის ანთოლოგია მოიცავს ახალი თაობის ქართველი პოეტების ყველაზე ნიჭიერი წარმომადგენლების ნამუშევრებს. მყუდრო და შთამაგონებელი იყო შეხვედრა, ვინაიდან დარბაზში მყოფმა ქართველმა პოეტებმა დავით მჭედლურმა, ვახტანგ ხარჩილავამ, დალილა ბედიანიძემ, დავით შემოქმედელმა, დავით ქუთათელაძემ და სხვებმა მოისმინეს თავიანთი ლექსების თარგმანები, რომლებიც მშვენიერი თარგმანით, ქართული პოეზიის თავისებურებების დაცვით, წარმოდგენილი იყო მშობლიურ ენაზე. იუბილარს დაფასების სიტყვით მიმართეს და მიულოცეს ვლადიმერ სარიშვილმა, გურამ ოდიშარიამ, გივი შაჰნაზარმა, ვან ბაიბურთიანმა, რობერტ ჰოვანისიანმა, ბაღათურ არაბულმა, გარი ღალამქაროვმა და სხვებმა. ღონისძიება შეაჯამა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მაღალი შეფასება მისცა ორი ქვეყნების მწერალთა კავშირების ნაყოფიერ საქმიანობას, ხაზი გაუსვა ქალბატონ მაყვალა გონაშვილისა და ბატონ ედვარდ მილიტონიანის ეფექტიან მუშაობას. მეუფემ ასევე ისაუბრა თუმანიანის სახლში „ვერნატუნ“ ლიტერატურული და კულტურული ცენტრის დაფუძნების შესახებ, რომლის მისია სომხურ-ქართული ლიტერატურული და კულტურული კავშირების განვითარებაა, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება, ახალგაზრდების მომზადება და საგამომცემლო საქმიანობა. ბოლოს სიტყვით გამოვიდა გაგიკ დავთიანი. მან მადლობა გადაუხადა იუბილეს ორგანიზებისა და ლიტერატურული პრემიის მინიჭებისთვის. ქართული პოეზიის ანთოლოგიის მომზადება კი მისი მრავალი წლის ოცნება იყო, რაც განხორციელდა დიდი სიყვარულითა და ერთგულებით. ერთხმად მიეცა მოწონება სამხრეთ კავკასიის ლიტერატურული სამყაროს ფესტივალის ჩატარების ინიციატივას. საღამო იქცა სომხურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობების გამყარების კიდევ ერთ ლამაზ მოწმობად.
|