საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის (წინასაშობაო) საღმრთო ლიტურგია |
სიახლეები |
2018 წლის 5 იანვარს, საღამოს, წმინდა შობის და ნათლისღების წინასაშობაო ცერემონიაზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში აღევლინა ჭრაგალუიცის საღმრთო ლიტურგია. ხალხმრავლობა იყო თბილისის, ბათუმის, ჯავახეთის სომხურ ეკლესიებში, მრევლი მოსული იყო, რათა პირველს შეეტყო ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შობის ამბავი. საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ახალციხის „სურბ გრიგორ ლუსავორიჩ“ ეკლესიაში წინასაშობაო საღმრთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა. საღმრთო ლიტურგიამდე ჩატარდა საღამოს ღვთისმსახურება, წაკითხულ იქნა წმინდა წიგნის სხვადასხვა ნაწყვეტი. საღმრთო ლიტურგიის დროს მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა თავის ქადაგებაში ისაუბრა უფლის წმინდა შობის საიდუმლოზე. ეპარქიის წინამძღვარმა მრევლს მოუწოდა უფალს შეევედრონ, რომ თავისი სიბრძნის სინათლე გააბრწყინოს თავიანთ გონებაში, სულსა და ცხოვრებაში, რათა მათი გული იქცეს იმ ბაგად, სადაც შეიძლება გაბრწყინდეს სინათლე, სიყვარული გაჩნდეს და გაბატონდეს ყველას ცხოვრებასა და რწმენაში. საღმრთო ლიტურგიის შემდეგ, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აანთო მაცოცხლებელი სანთელი, იესო ქრისტეს განმასახირებელი სინათლე დაურიგდა საღმრთო ლიტურგიაზე დამსწრე მორწმუნეებს, რომლებმაც უფლის შობის სასიხარულო ამბავი და უფლის ნათელი წაიღეს თავიანთ ოჯახებში. წინასაშობაო საღმრთო ლიტურგიის შემდეგ ჩატარდა სახლის კურთხევის რიტუალი. |