1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიაში ფესტივალი "ტოლმა -2018" დაიწყო ქალაქ რუსთავში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხ ქალთა"შუშანიკ" კავშირის ინიციატივით,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის საეპისკოპოსოს ეგიდით, საქართველოს სომხებით დასახლებულ პუნქტებში ტარდება  ტრადიციული ფესტივალი "ტოლმა -2018" . IMG 2720
ფესტივალი დაიწყო 2018 წლის 10 მაისს,  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „სურბ გრიგორ ნარეკაცი“   სულიერ, საგანმანათლებლო, კულტურულ და ახალგაზრდულ ცენტრში. ფესტივალი  სიახლე იყო რუსთავის სომხური სათვისტომოსთვის და    პირველად იმართებოდა.    სომეხ დიასახლისებს  ამ საყვარელი კერძის რუსთავში ჩვენების დიდი სურვილი ჰქონდათ.   
ცენტრის დარბაზის  გასწვრივ დაწყობილ მაგიდებზე მადიანად გამოიყურებოდა 11 დიასახლისის ხელით მომზადებული სომხური ტოლმის სხვადასხვა სახეობა: ვაზის ფოთოლში, კომბოსტოში გახვევული, ბოსტნეულით - არაჟნით, მაწვნით, ლიმნით შეხამებული. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც სომხური სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.  
IMG 2731ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ ცენტრის აღსაზრდელთა   მშობლები, აქტივისტები, თბილისიდან ჩასული საქართველოს სომეხთა ეპარქიის   ოფიციალური წარმომადგენლები. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო რუსთავის მერიის წარმომადგენელი კონსტანტინე მალანია.
ფესტივალი გაიხსნა „სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრის  მზრუნველმა,  ქალაქ რუსთავის და მარნეულის რაიონის სომხების სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა მღვდელმა ნარეკ ღუშჩიანმა. ამ უკანასკნელმა ისაუბრა წლების მანძილზე ეპარქიაში დამკვიდრებული სომხური კერძების, კერძოდ ტოლმის პოპულარიზაციის ტრადიციაზე და აღნიშნა, რომ ზუსტად ერთი წლის ისტორიის მქონე რუსთავის სომხების მაკოორდინირებელი ცენტრიც ჩაერთო საეპარქიო ღონისძიებაში, მადლობა გადაუხადა IMG 2739მონაწილეებს და ტოლმის დასაგემოვნებლად დაპატიჟა დამსწრეები.  ამ პერიოდში ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ეკლესიის ჯვრის ნათლია გარი ნალბანდიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის განათლების განყოფილების დირექტორი ევგენია მარკოსიანი და ადგილობრივი აქტივისტი ავეტიქ ავეტისიანი, დაიწყო წარმოდგენილი ტოლმის თვისებების სხვადასხვა ნომინაციებში შეფასების საპასუხისმგებლო საქმე.   
დაგემოვნების პარალელურად გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ცენტრის სიმღერის ანსამბლმა „ნემრუთმა“ და ცეკვის ანსამბლმა „ბერკრიმ“ და სხვა.
აღსანიშნავია ჟიურის  გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტოლმის სხვადასხვა სახეობა შეფასდა სამ ნომინაციაში: „საუკეთესო გემო“ ნომინაციაში IMG 2763გამარჯვებულად დასახელდა ლუიზა მელიქსეთიანი, ნომინაციაში „საუკეთესო გაფორმება“ - ლუსინე საზბანდიანი, ნომინაციაში „სუკეთესო მიწოდება“ - ქრისტინე ტირობიანი.   
რუსთავის მერიის წარმომადგენელმა მიულოცა გამარჯვებულებს, კმაყოფილება გამოთქვა ღონისძიების ჩატარებისთვის, მოლოდინი გამოთქვა, რომ მომდევნო წლის ფესტივალი გახდება მეტად მოცულობითი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ქალაქ რუსთავის მრავალეროვანი მოსახლეობა.    
„სურბ გრიგორ ნარეკაცი“ ცენტრმა გამარჯვებულებს საჩუქრები და სიგელები გადასცა.
ტოლმის ფესტივალი საქართველოს სომეხთა   ეპარქიაში გრძელდება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)