სიახლეები
|
2018 წლის 16 ივნისს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის საერთო ეპარქიალური ვიკარიატის ნინოწმინდის რაიონის სოფელ ჯიგრაშენის „სურბ ჰრეშტაკაპეტაც“ ეკლესიაში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა, მღვდელმსახურთა და დიაკვანთა მონაწილეობით, აღავლინა საღმრთო ლიტურგია. დღე საზეიმო იყო, საღმრთო ლიტურგია წმინდა გროგოლ განმანათლებლის წმინდა ნაწილების აღმოჩენას მიეძღვნა. მიუხედავად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ინტენსიური პერიოდისა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რომელთა შორის იყო მრავალი ახალგაზრდა, მოზარდი და ბავშვი, მონაწილეობა მიიღეს საღმრთო ლიტურგიაში, რათა ზიარება და ეპარქიის წინამძაღვრის კურთხევა მიეღოთ. წირვის დროს მწირველმა მეუფემ სათანადოდ იქადაგა დღის საიდუმლოზე და მრევლს სრულიად სომხური დიდი დღესასწაული მიულოცა . წინამძღვარმა დააფასა და კურთხევის სიტყვით მიმართა რაიონის სულიერ მოძღვარს, ღირს მღვდელ არმაშ პოღოსიანს, თავდაუზოგავი სამსახურისთვის. მეუფე ვაზგენ მირზახანიანმა აკურთხა სოფელ ჯიგრაშენის მაცხოვრებლები და ადგილობრივი ხელისუფლება, ეკლესიის მუდმივი მხარდაჭერისთვის. საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ ახალქალაქის "სურბ ხაჩ“ ეკლესიის და მიმდებარე სოფლების სულიერი მოძღვარი, ღირსი მღვდელი ტათევ მარუქიანი, და ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი ჟორა სნხჩიანი. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს სოფლის მოსახლეობა გაუმასპინძლდა დამსწრეებს.
|