1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ჯავახეთს ეწვია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A1საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, მისი ყოვლადუსამღვდელოესობა, ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, 2019 წლის 12 იანვარს ეწვია  ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდულ ცენტრს და ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრები გამართა.   
მეუფემ უპირველეს ყოვლისა ეპარქიის პერსონალს ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, შემდეგ ცენტრის გასული სემესტრის სამუშაოები გააანალიზა და საქმიანობა ეფექტურად და სასარგებლოდ შეაფასა.   
ეპარქიის წინამძღვარმა თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა სასწავლო პროცესისა და ღონისძიებების არსებით მიზანს, ქრისტიანული 50574048 2178341605763966 3470228610462253056 nსარწმუნოებისა და რწმენის ქადაგების სრულყოფას, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას, სომხური რელიგიური სწავლების პრაქტიკაში გამოყენებას, ეკლესიისათვის თავდადებული მორწმუნეების მომზადების  სერიოზულ საკითხს. ასევე ხაზი გაუსვა საეკლესიო ცერემონიებსა და დღესასწაულებში აღსაზრდელთა აქტიურ მონაწილეობას.
ცენტრის ხელმძღვანელმა ჟორა სნხჩიანმა და სულიერმა ინსპექტორმა, მღვდელმა არმაშ პოღოსიანმა სამომავლო პროგრამებზე, ცენტრის საქმიანობის სირთულეებზე, თვითმმართველობის ახალი გარემოს ფორმირებასა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. აღსაზრდელთა რიცხვის ყოველწლიური მატება, ცენტრისადმი დღითიდღე მზარდი ინტერესი იმის გარანტია, რომ პედაგოგიური პერსონალი სწორ გზაზეა და მზადაა 49798825 2039891272759909 9154323505494360064 oგადაჭრას სომხური ეკლესიის, სომხეთის ისტორიისა და კულტურის წინაშე წარმოშობილი პრობლემები.
შეხვედრამ საქმიან გარემოში, ნაყოფიერად ჩაიარა.  
იმავე დღეს ეპარქიალური ვიკარიატის საეპისკოპოსოში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის თავმჯდომარეობით ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სასულიერო დასის, საეპისკოპოსოსა და „კარაპეტ არქიეპისკოპოს ბაგრატუნის“ სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის თანამშრომელთა ერთობლივი თათბირი გაიმართა. ეპარქიის წინამძღვარმა საეპისკოპოსოსა და ცენტრის 2018 წლის საქმიანობა  შეაჯამა, მადლობა გამოუხატა როგორც სასულიერო დასს ასევე თანამშრომლებს.  
მეუფემ 2019 წლის პროგრამებში ძირითადი აქცენტი რელიგიურ საქმიანობაზე გააკეთა, აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხაზს უსვამდა კულტურას, ტრადიციების შენარჩუნებას, სულიერებას, მაგრამ ამიერიდან უფრო დიდი ადგილი დაუთმონ რელიგიური შინაარსის კულტურულ ღონისძიებებსა და ფართოდ იმუშაონ ბავშვების მშობლებსა და მორწმუნეებთან. მეუფე ვაზგენმა ისაუბრა ასევე ვიკარიატში იანვრის თვიდან ამოქმედებული სამწყემსოების თვითმმართველობაზე და იმედი გამოთქვა, რომ სათემო კანონმდებლობაზე დაყრდნობით საეკლესიო ცხოვრების გამოცოცხლებისათვის მაქსიმუმი გაკეთდება.  
ეპარქიის წინამძღვარმა სასულიერო დასსა და საეპისკოპოსოს თანამშრომლებს მოუწოდა თავიანთ საქმიანობაში ადგილი დაუთმონ სოციალურ მომსახურებასა და 49898099 2041573535925016 3830424406358753280 nსაქველმოქმედო ღონისძიებებს. ისაუბრა ასევე მუსიკალური გუნდებისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების ფესტივალებსა და საეკლესიო დღესასწაულებზე, სასულიერო დასსა და საეპისკოპოსოს თანამშრომლებს მათი სათანადო პროგრამებით განხორციელება დაევალათ.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი, სამცხე-ჯავახეთისა და წალკის საერთო ეპარქიალურ ვიკარიატში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში, 14 იანვარს, ახალქალაქის სულიერი მოძღვრების, ღირსი მღვდლის, ტიგრან მხითარიანისა და ღირსი მღვდლის, ნარეკ ტიგრანიანის თანხლებით, ახალქალაქის საკრებულოს ეწვია, შეხვდა ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს, დეპუტატებსა და 50497974 2041573565925013 3201459207870087168 oთანამშრომლებს, ისევე ეწვია ახალქალაქის მერიას და შეხვდა მერს, იურიკ უნანიანსა და მერიის წარმომადგენლობას.
ეპარქიის წინამძღვარმა ახალქალაქის ხელისუფლებას ახალი წელი და შობის ბრწყინვალე დღესასწაულები მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა. მეუფემ ლოცვა აღავლინა  საქართველოსა და სომხეთის მშვიდობისა და ხალხთა მეგობრობისათვის.
ეპარქიის წინამძღვარმა საეპისკოპოსოსათვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისათვის, ისევე როგორც რაიონის მოსახლეობისადმი გამოვლენილი  საპასუხისმგებლო და თანმიმდევრული საქმიანობისათვის მადლიერება გამოუხატა მუნიციპალიტეტისა და ქალაქის ხელისუფლებას. ეპისკოპოსმა ვაზგენმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული კალენდარი და საქართველოს რელიგიური თემების რუკა გადასცა.
შეხვედრა სადღესასწაულო, თბილ და საქმიან გარემოში გაიმართა.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)