სიახლეები
|
საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივითა და „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისათვის 2018-2019 წწ.“ პროექტის ღონისძიებები დეტალური განხილვების შედეგად შემუშავებული სამოქმედო გეგმის თანახმად დაიწყო. 2019 წლის 25 იანვარს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორ ლონდა თოლორაიასთან. დეპარტამენტის დირექტორმა დეტალურად ისაუბრა ადამიანის საყოველთაო უფლებებზე, განსაკუთრებული ყურადღება კი არასრულწლოვანთა უფლებებსა და ქალთა მიმართ ძალადობაზე გაამახვილა. დამსწრეებს კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღების საშუალება მიეცათ. შეხვედრამ საქმიანი განვითარება მიიღო. სტუდენტებმა ლონდა თოლორაიასთან ერთად სხვა პროექტების განხორციელება გადაწყვიტეს, რომელშიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართულნი. შემდეგი შეხვედრა, იმავე პროექტის ფარგლებში, 27 იანვარს, „ჰაიარტუნ“ ცენტრში, კომპანია Leavingstone-ის მობილური აპლიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მირიან ხომერიკთან გაიმართა. უკანასკნელმა შეხვედრის მონაწილეებს მობილური აპლიკაციის შექმნის პროცესზე ესაუბრა, იდეიდან მის დასრულებამდე. მათ ერთად განიხილეს ასევე სხვადასხვა პროექტის ბიუჯეტირებასთან, პროგრამირებასთან, განვითარებასთან, შეფასებისა და ჩაბარებასთან დაკავშირებული საკითხები. ბატონმა ხომერიკმა თამაშების საშუალებით მონაწილეებს უფრო მკაფიოდ დაანახა პროექტის შექმნის პროცესი და ეტაპები. მონაწილეებმა შეხვედრის დასასრულს ერთმანეთს იდეები გაუზიარეს და ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მათი განხორციელება გადაწყვიტეს. „ჯინიშიანის ხსოვნის ფონდის“ მიერ დაფინანსებული „სამოქალაქო დიალოგი და პრაქტიკული ნაბიჯები ცვლილებებისათვის 2018-2019 წწ.“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განგრძობითი ხასიათისაა.
|