1geo

fb you od

თბილისში ჰოვანეს თუმანიანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

12019 წლის 19 თებერვალს, ჰოვანეს თუმანიანის თბილისის ყოფილ ბინაში, 2სადაც ამჟამად საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ სამეცნიერო, კულტურული ცენტრია, საზეიმოდ დაიწყო ყოველთა სომეხთა პოეტის დიდებული 150 წლის საიუბილეო დღესასწაული.  
სტუმართმოყვარე ამ სახლში კვლავ ხალხმრავლობა იყო. თუმანიანის სახლმა უმასპინძლა თვეების წინ საქართველოს 3სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის თავმჯდომარეობით შექმნილ რეგიონულ სათემო საიუბილეო კომისიის წევრებს, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და 4სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რუბენ სადოიანს, საელჩოს დიპლომატებს. თბილისიდან პირდაპირი კავშირი დამყარდა ერევანთან, ასევე დსეღთან სადაც პოეტი დაიბადა, და სადაც ასევე სადღესასწაულო ღონისძიებები ტარდებოდა.  
თუმანიანის სახლის ტრადიციის თანახმად, სტუმრები ჩაის სუფრასთან შეიკრიბნენ, რომლის შემდეგაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, დავით ჭიჭინაძისგან „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრისთვის ნაჩუქარი ყოველთა სომეხთა 5პოეტის ბრინჯაოსგან ჩამოსხმული ქანდაკების გახსნას დაესწრნენ.
გასული წლების მსგავსად, წელსაც, პოეტის დაბადების დღეს,6 საქართველოს სომხური თემის წევრები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები, სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ თბილისის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონს, სადაც მათ შეუერთდნენ სომხეთიდან ჩამოსული სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე 6-1ტიგრან გალსტიანი, სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მრჩეველი არუსიაკ ტერჩანიანი, ახლო დიასპორასთან კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი ტარონ შაგოიანი, 7საქველმოქმედო კავშირის- „ჯავახეთის დახმარების ფონდის“ დირექტორი სოს საჰაკიანი და სხვები.  
საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის 8თავმჯდომარეობითა და სასულიერო დასის მონაწილეობით, ჰოვანეს თუმანიანის საფლავთან შესრულდა პანაშვიდის წესი და ყვავილებით შეიმკო დიდი სომხების საფლავები. ამის შემდეგ ცხონებული პოეტის, ანაჰიტ ბოსტანჯიანის მიერ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მისმა ქალიშვილებმა წიგნის ჩუქების ცერემონია გამართეს.   9
ჰოვანეს თუმანიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, მოძმე ეკლესიების წინამძღვრები, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები. დარბაზში „ლორვა ძორ“ თანამემამულეთა კავშირის ინიციატივითა 10და მხარდაჭერით გაიხსნა ცნობილი თბილისელი სომეხი მხატვრის, თენგიზ მიკოიანცის ტილოებს გამოფენა, სახელწოდებით- „თუმანიანის კვალდაკვალ“.
და დაიწყო საიუბილეო ლიტერატურულ-მხატვრული ღონისძიება, რომლსაც 11უძღვებოდნენ  „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრის ხელმძღვანელი გისანე ჰოვსეფიანი და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი სურენ აბრამიანი.
სომხურ-ქართული მეგობრობის დიდი აპოლოგეტის, ჰოვანეს თუმანიანის დაბადების 150 წლის 13იუბილესადმი მიძღვნილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის მილოცვის წერილი დამსწრეებს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რუბენ სადოიანმა წარუდგინა. ხოლო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა 12კონსტანტინე ნაცვლიშვილმა დამსწრეებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა გადასცა.
თუმანიანის, როგორც საყოველთაო პოეტის, მრავალჟანრიანი მწერლის, აქტიური საზოგადო მოღვაწის, თუმანიანის, როგორც ადამიანისა და მოქალაქის სიდიადეს ხაზი გაუსვეს და მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ, მაყვალა გონაშვილმა, „ლორვა ძორ“ თანამემამულეთა კავშირის თავმჯდომარემ, სერგო ერიციანმა და ფილოლოგიის მეცნიერებათა 15დოქტორმა, სუსანა ჰოვანისიანმა. ღონისძიებას ესწრებოდა თუმანიანის შვილთაშვილი, ელენა კოლესნიკოვა, ხოლო მეორე შვილთაშვილმა ირმა საფრაზბეკიანმა მისალოცი და სამადლობელი წერილი გამოგვიგზავნა გერმანიიდან.
სოლო შემსრულებლების სვეტლანა ტატოევას, ანა ბადალიანის, აიდა ბაზოიანის, ივანე მკრტჩიანის, „სურბ გევორგ“ საკათედრო ტაძრის „მაკარ ეკმალიან“ მგალობელთა გუნდის შესრულებით დარბაზში გაჟღერდა თუმანიანის შემოქმედების უკვდავი მელოდიები, პოეტის ლექსები ქართულ და სომხურ ენებზე 14წაიკითხეს მჰერ მელიქიანმა, ნანო პოღოსოვამ და გარი ღალამქაროვმა.
ღონისძიების დასასრულს კურთხევისა და დაფასების სიტყვით გამოვიდა ეპარქიის წინამძღვარი.ეპარქიის წინამძღვარმა დამსწრეებს ჰოვანეს თუმანიანისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებასთან დაკავშირებით ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, უწმინდესისა და უნეტარესის გარეგინ მეორის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.
 მეუფე ვაზგენმა დამსწრეებს მიულოცა და დაფასების სიტყვით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორებს- საიუბილეო კომისიას, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰოვანეს თუმანიანის სახლი“ ცენტრს, თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიულ 17სახელმწიფო დრამატულ თეატრს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას და „ლირვა ძორ“ თანამემამულეთა კავშირს. მეუფე ვაზგენმა  ისაუბრა საიუბილეო 16ღონისძიებებში შეტანილი წვლილისათვის სამახსოვრო მედლებზე და მან პირველი სამახსოვრო მედალი სომხეთის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ჰოვანეს თუმანიანის სადღესასწაულო სახელმწიფო კომისიის  პრეზიდენტს- არაიკ ჰარუთუნიანს გადასცა, სამახსოვრო მედალი გადეცათ ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, დავით ჭიჭინაძეს  და ფოდი IDeA-ს ხელმძღვანლის რუბენ ვარდანიანის წარმომადგენელს.

თბილისში დიდი სომეხი პოეტის დაბადების დღე ნამდვილად საზეიმო და თუმანიანის სულით გაჯერებული იყო. ჰოვანეს თუმანიანის და არქიმანდრიტ კომიტასის 150 წლის იუბილეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება საქართველოს სომეხთა ეპარქიში მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)