1geo

fb you od

სოფელ ჰეშტიაში „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორია გაიხსნა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12019 წლის 20 თებერვალს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჰეშტიაში „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიის საზეიმო გახსნა გაიმართა. ლაბორატორია შეიქმნა „კარიტასი საქართველო“-ს დაფინანსებით, „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის საქართველოს წარმომადგენლობისა და წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის (წტსკ) პარტნიორობით.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ნინოწმინდის რაიონის ხელისუფლება, „კარიტასი საქართველო“-ს პრეზიდენტი, ქორეპისკოპოსი ბენ ბეთ იადეგარი, „ჯავახეთის მხარდაჭერის“ ფონდის თავმჯდომარე სოს საჰაკიანი, წამყვანი ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის (წტსკ) დირექტორი კარენ ვარდანიანი, ბიზნესმენები და სხვები.
გახსნის ცერემონიას თავისი კურთხეული დასწრებით პატივი დასდო საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ეპისკოპოსმა IMG-515957e2a5941e1ac8ae562392f2c2dd-Vვაზგენ მირზახანიანმა. სტუმრებს ტრადიციული პურ-მარილით დახვდნენ.
სიტყვა „არმათ“-ი გაგებული უნდა იქნას როგორც სომხური მათემატიკა, რომლის მიმართ ინტერესიც მთელს მსოფლიოშია. ჯავახეთის ბავშვების მიდრეკილება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ საშუალებას იძლევა ვისაუბროთ განვითარების პერსპექტივებზე. მსგავსი ლაბორატორია IMG-a930186e2d70010f99bbf70baa53ede4-Vჯავახეთში მხოლოდ ორია, ერთი ქალაქ ახალქალაქში, ხოლო მეორე- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ჰეშტიაში.
პროგრამა ხელს უწყობს ჯავახეთში ტექნოლოგიური განათლების განვითარებას, ტექნოლოგიური დასაქმების გაფართოებას, დამატებით ეკონომიკურ აქტივობას, ქმნის სამუშაო შესაძლებლობებს და მშობლიურ სოფელში დარჩენის პერსპექტივებს.
ჰეშტიის „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორიაში დაახლოებით 70 ბავშვი უკვე მონაწილეობს კურსებში და ეუფლება საინჟინრო, 3D მოდელირების, პროგრამირების, რობოტების აწყობისა და დიზაინერულ უნარ-ჩვევებს.
ახლო მომავალში ჯავახეთის მხარდაჭერის ფონდი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კიდევ 5 მსგავსი ლაბორატორიის გახსნას გეგმავს.  
სომხეთის, არცახისა და საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 250-ზე მეტი „არმათ“ საინჟინრო ლაბორატორია, სადაც 6500-ზე მეტი ბავშვი იღებს უფასო საინჟინრო განათლებას.