1geo

fb you od

დოკუმეტრური ფილმის: «და იდგა ტაძარი შავი ზღვის პირას“, პრეზენტაცია PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 24 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა დოკუმენტრური ფილმის: «და იდგა ტაძარი შავი ზღვის პირას“, პრეზენტაცია.   ფილმი მიეძღვნა ბათუმის სომხურ ისტორიულ „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიას. იგი გადაღებულ იქნა   ორგანიზაციის: „Agora-Georgia- ვიკტორია მაქსოევა“-ს ინიციატივით, საქართველოს სომეხთა 20190324 142613ეპარქიისა და ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის სულიერი მწყემსის მხარდაჭერით. ფილმის ავტორები არიან ვიქტორია მაქსოევა და გაგიკ აბელიანი. ხალხმრავალ დარბაზში  ადგილებს იკავებდნენ სომეხი და ქართველი თანამდებობის პირები, თბილისელ სომეხთა საზოგადოების წევრები.
დასწრეებმა უყურეს ფილმს, რომელიც მოგვითხრობს საბჭოურ წლებში ჩამორთმეული, საქართველოს სომეხთა ეპარქიის კუთვნილი მრავალი ეკლესიებიდან ერთერთის, ბათუმის „სურბ ფრკიჩ“ ეკლესიის შესახებ, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში  წართმეული ჰქონდა უფლება ემსახურა თავისი მისიისთვის, და გადაქცეული იყო საწყობად, ობსერვატორიად და ვიდეო სალონად.
ერის დიდი ქველმოქმედის, ალექსანდრე მანთაშიანცის სპონსორობით 1898 წელს აშენებული ეკლესია 1992 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით  დაუბრუნდა საქართველოს სომეხთა ეპარქიას. აჭარის სომხები ერთიანად ჩაერთვნენ თავიანთი წმინდა ეკლესიის 20190324 144354რეაბილიტაციის სამუშაოებში.  გარემონტებული, კეთილმოწყობილი ღვთის სახლი კვლავ დაუბრუნდა თავისი მისიის შესრულებას.  
წლიდან წლამდე ვითარდება და ფართოვდება ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის საქმიანობა. აქ ტარდება წმინდა ლიტურგიები და სომხური ეკლესიის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა წესი და რიტუალი. ეკლესია ასრულებს ასევე აჭარის სომხების რწმენასთან დაახლოების, ეკლესიის ირგვლივ გაერთიანების, ეროვნული სულისკვეთების შთაგონების, ენისა და კულტურის შენარჩუნების საქმეს.  
აღსანიშნავია, რომ ფილმში გამოყენებულია იშვიათი კადრები.
პრეზეტაციაზე კურთეხევის და შეფასების სიტყვით გამოვიდა ავლაბრის სურბ ეჯმიაწინ 20190324 151945ეკლესიის სულიერი მწყემსის მოადგილე, მღვდელი ვირაპ ღაზარიანი. გადამღები ჯგუფის სამუშაოების მაღალი შეფასებით, მამაომ აღნიშნა, რომ წინამდებარე ფილმმა  აშკარა გახადა ბათუმში  მოქმედი დიდებული ეკლესიის არსებობის ისტორია და ბათუმელი სომხების ერთგულება თავიანთი რწმენის სახლის შენარჩუნებისადმი, ღირებულად შეაფასა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები სომხების მოწიწება და სიყვარული ეკლესიის მიმართ და შეაგონა, რომ ყურადღება არ მოაკლონ ღვთის ტაძრის ერთგულებას.   
 თავიანთი შთაბეჭდილება გააზიარეს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის წარმომადგენელმა თინათინ გაბელიამ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა ნუგზარ ჯგერენაიამ, საკრებულოს ეგიდით მოქმედი მეგობრობის სახლის დირექტორმა მალხაზ მალანიამ, რეჟისორმა თენგიზ მალანიამ, ექსპერტმა ვასილ პაპავამ, სომხური საზოგადოების წარმომადგენელმა მიქეილ თადევოსოვმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ორი ქრისტიანი ერის დაახლოების, ტრადიციების და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნების და    თაობებისთვის გადაცემის საჭიროებას.   
პრეზენტაცია დასრულდა მოკრძალებული გამასპინძლებით.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)