1geo

fb you od

საქართველოს სომეხთა ეპარქიის ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სასწავლო აქტივობებში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

55478674 2140802032703264 4480379187332382720 nსაქართველოს სომეხთა ეპარქიაში გრძელდება სამუშაოები ეპარქიის 54730442 2140801539369980 6802245705915170816 nახალგაზრდული განყოფილების ინიციატივით და „ჯინიშიანის ხსენების ფონდის“ მიერ დასაფინანსებელი პროექტის: „სამოქალაქო დებატები და გამოსაცდელი ნაბიჯები ცვლილებებისთვის 2018-2019წწ“ ღონისძებების განხორციელბის მიმართულებით.  „ჯინიშიანის  ხსენების ფონდის“  წინამდებარე პროექტის კოორდინატორის, ემილ სარგსიანის ხელმძღვანელობით პირველი ეტაპის სემინარ-შეხვედრების შემდეგ მთავარი სამიზნე გახდა აქტივობები და თამაშები.  
55533141 2140801626036638 1656766742325624832 n2019 წლის 20 მარტს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში ახალგაზრდებისთვის ჯგუფური სამუშაოს მიმართულებით აქტივობა ჩაატარა საგანმანათლებლო პროგრამების შემოქმედებითი ცენტრის კოორდინატორმა, BTU-ს და ილიას უნივერსიტეტის ლექტორმა, 54520106 2136671259783008 7497344170877517824 nთეონა დალაქიშვილმა. აქტივობის მსვლელობისას მონაწილეებმა მოისმინეს ჯგუფური სამუშაოს უნარჩვევების შესახებ, გამოთქვეს აზრი სხვადასხვა იდეისა და მათი განხორციელების გეგმების შესახებ.   
იმავე პროექტის ფარგლებში, 23 მარტს ჩატარებული აქტოვობის მიზანი იყო 54437442 2140802036036597 6521981433240616960 nახალგაზრდებისთვის ესწავლებინათ სწორი ორიენტაცია და პროექტის სწორად დაწერის მეთოდიკა. საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის იმ დღის სტუმარი იყო ინოვაციების ხელშეწყობის ფონდის დამფუძნებელი დირექტორი,  ISET-ის მოწვეული ლექტორი, თბილიის Google  დეველოპერული ჯგუფისა და WomenTechmakers პროგრამის ინიციატორი და ლიდერი, ნინო ნანიტაშვილი. ლექტორმა ახალგაზრდებს დაწვრილებით აუხსნა პროექტის დაწერის და მისი წარმატებით განხორციელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა გამოთქვეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი იდეები და გადაწყვიტეს გააკეთონ პროექტის დაწერის მცდელობები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)