1geo

fb you od

საქართველოს ქალაქ ოზურგეთში გაიხსნა კომიტას ვარდაპეტის სახელობის ცენტრი PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A12019 წლის 2 აპრილს, საქართველოში სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის ხელდასმით, ჩატარდა ოზურგეთის სულიერი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საზეიმო გახსნა. კომიტას ვარდაპეტის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალადგახსნილ ცენტრს ეწოდა კომიტას ვარდაპეტის სახელი. D2SC 6471
ოზურგეთის ცენტრი იჯარით აიღო საქართველოს სომეხთა ეპარქიამ, ხოლო რემონტი ჩატარდა ჯინიშიან მემორიალური  ფონდის მატერიალური სახსრებით. ბოლო წლებში ადგილობრივი სამწყემსოს მიერ დაარსდა წმ. საჰაკ პართევის ერთდღიანი სკოლა, რომელიც თავის სამუშაოებს ასრულებდა ბათუმის ალექსანდრ მანთაშიანცის ცენტრის მხარდაჭერით. საქართველოს სომეხთა ეპარქიის ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის, აჭარის, გურიისა და იმერეთის სომეხთა სულიერი მწყემსი, მღვდელი არარატ გუმბალიანი, თემში ხშირად ყოფნით, ზრუნავდა ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე და ხშირად ახდენდა ოზურგეთის თემის წარმომადგენლების ვიზიტის ორგანიზებას ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესიის წირვებზე  და სხვადასხვა სათემო D2SC 6399ღონისძიებებზე.   
ამიერიდან, სულიერი მწყემსის მიერ ადგილზე წმინდა ლიტურგიის ჩასატარებლად და ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე საზრუნველად ახლადგახსნილ ცენტრის დარბაზში განთავსდა ასევე საკურთხეველი.
დღე სადღესასწაულო იყო. ცენტრში შეკრებილიყვნენენ არამარტო შაბათის სკოლის მოწაფეები და მათი მშობლები, არამედ ოზურგეთის სომხური თემის უამრავი წარმომადგენელი და სტუმრები ბათუმიდან და თბილისიდან. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის ალექსანდრ მანთაშიანც ცენტრის დირექტორი სონა ჰოვჰანნისიანი, ეპაქრქიის იურიდიული საკითხებისა და  თანამშრომლობის განყოფილების დირექტორი, მიქაელ ავაგიანი და ადმინისტრაციულ-სამეურნეო განყოფილების დირექტორი კარენ ირიციანი.  ბათუმის საპატიო სტუმარი იყოს სრ მთავარი კონსული IMG-8900d6257d7f8d9a28361c9eb21cf416-Vბატონი ეღიშე სარგსიანი.
საეკლესიო ცერემონია დაიწყო საუფლო ლოცვით,  შემდეგ კეთილმზრუნველმა წინამძღვარმა,  მისმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა  სამცხე ჯავახეთის  და წალკის ეპარქიალური ვიკარიატის ვიკარიუსის არქიმანდრიტ მაღაქია ამირიანისა და მღვდლის, არარატ გუმბალიანის მონაწილეობით შეასრულა წმინდა მაგიდის, წმინდა ქვის, ღვთისმშობლის ხატისა და ცენტრის  კურთხევის საზეიმო ცერემონია.   საგალობლების, ფსალმუნების და ლოცვების გაჟღერებით ცენტრში ჩამოყალიბდა სულიერი ატმოსფერო, რამაც დიდი ნუგეშისცემა IMG-b59677cbababb7bb49f87b39fbae978c-Vმიანიჭა ადგილობრივ ხალხს.
ცერემონიის ბოლოს შაბათის სკოლის მოწაფეებმა დამსწრეები გაახარეს თავიანთი სომხური სიმღერებით და ლექსებით.
მისალოცი სიტყვით გამოვიდნენ კონსული ეღიშე სარგსიანი, წმინდა მამა მაღაქია, და მღვდელი ტერ არარატი. საქართველოს სომეხთა ეპარქიისა და ჯინიშიანის ფონდისადმი მიმართული მადლობის სირტყვით გამოვიდნენ ოზურგეთის სომხური თემის წევრები. IMG-ea719673821383566b6d48c300b9526e-V
საეკლესიო ცერემონიისა და ღონისძიების ბოლოს უწმინდესმა ვაზგენმა თავისი კურთხევა უბოძა ოზურგეთის მორწმუნე ხალხს, დიდად შეაფასა სულიერი მწყემსის, მღვდლის, ტერ არარატისა და ადგილობრივი წმ. საჰაკ პართევის სომხური ენის შესწავლის ერთდღიანი სკოლის მასწავლებლის, ირინა მარგარიანის მიერ თემში შესრულებული სამუშაოები, თავისი მადლიერება გამოუხატა ჯინიშიანის ფონდს,   რომელიც წარმოდგენილი იყო ჯინიშიან მემორიალური ფონდის აშშ-ს ოფისის დირექტორის ელიზ მინასიანისა და ერევნის ოფისის აღმასრულებელი დირექტორის არმენ ჰაკობიანის სახით. ეპარქიალურმა წინამძღვარმა ცენტრს ხატი აჩუქა.
დასაწყისისთვის ცენტრში  შეიქმნება სიმღერისა და ცეკვის წრეები. ოზურგეთის კომიტას ვარდაპეტის სახელის მქონე ცენტრი საქართველოს სომეხთა ეპარქიის რიცხცით მე-10 სასულიერო, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრია.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)