2019 წლის 5 აპრილს, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სამცხე ჯავახეთისა და წალკის ეპარქიალურ ვიკარიატში საზეიმოდ ჩატარდა ეპარქიალური ვიკარიუსის, ვარდაპეტის მაღაქია ამირიანის მიღების ცერემონია. შეხვედრა ჩატარდა თბილ და სიყვარულით სავს გარემოში, რასაც გვიჩვენებს ეკლესიის, ხალხის, ხელმძღვანელობისა და საზოგადოების ერთიანობა, რომელიც ჩამოყალიბდა ეპარქიალური წინამძღვრის, სასულიერო დასისა და თანამდებობის პირების ერთიანი სამუშაოების დამსახურებით. საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ ეპარქიალური ვიკარიატის სასულიერო დასი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი, ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი და საკრებულოს თავმჯდომარე სმბატ კიურეღიანი, ახალლციხის რაიონული საკრებულოს დეპუტატი ჰამბარძუმ ბაბოიანი, რაიონული გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხების განყოფილების უფროსი რუბენ კარაპეტიანი, ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, ასპინძის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ინტელექტუალები, საზოგადო მოღვაწეები, ვიკარიატის სასულიერო პირები და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების დირექტორები. თავისი საპატიო სტუმრობით მიღების ცერემონია დააფასა სრ მეა ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ჰენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი თბილისში ყოფნის გამო არ ესწრებოდნენ, მაგრამ თავიანთი მისასალმებელი და მისალოცი სიტყვა გადასცეს ახლადდანიშნულ წინამძღვარს. ეპარქიალურმა წინამძღვარმა ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა, ვაზგენ მირზახანიანმა სტუმრებს წარუდგინა ახლადდანიშნული ვიკარიუსი, ვარდაპეტი მაღაქია ამირიანი, რომელიც საპატიო თანამდებობას იღებს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის კურთხევით, ასევე შეკრებილებს გადაეცათ უწმინდესი პატრიარქის კურთხევა და სიყვარული და აღინუშნა, რომ ჯავახეთის სომხები ყოველთვის არიან უწმინდესი პატრიარქის მზრუნველობისა და ყურადღების ცენტრში. შემდეგ უწმინდესმა ვაზგენმა დამსწრეებს წარუდგინა წმინდა მამის გავლილი საქმიანობა და საგანმანათლებლო გზა და ის დაახასიათა როგორც საქმიანი, პასუხისმგებლიანი და მსახურების მოყვარული სასულიერო პირი, უსურვა წარმატებები ეპარქიალური ვიკარიუსის საპატიო მისიის შესრულებაში. უწმინდესმა მამამ თავისი შეფასების სიტყვით მიმართა მრავალი წლის ვიკარუსს ვარდაპეტ, ბაბგენ სალიბიანს, რომელიც თავის მსახურება ვიკარიატში შეასრულა რთულ პერიოდში. ეპარქიალურმა წინამძღავრმა ასევე თავისი კურთხევა გადასცა ხელმძღვანელობას, სულიერ დასს და ინტელექტუალებს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ ვიკარიატის ჩამოყალიბებას და სამუშაოების შესრულებას. შემდეგ ტერ მაღაქიამ თავისი შვილობრივი მადლიერება გამოუთქვა სომეხთა პატრიარქს, ამ მსახურების ნდობისთვის, ასევე მადლობა გადაუხადა ეპარქიალურ წინამძღვარს და სასულიერო დასს თბილი მიღებისთვის. მან მიესალმა დამსწრეებს და რწმენა გამოთქვა იმისა, რომ ერთიანი ძალებით შეძლებენ რეალობად აქციონ ჯავახეთის სომხების სულიერი ცხოვრების გამოღვიძების ოცნება და ხედვები. შემდეგ სიიტყვით გამოვიდნენ აკადემიკოსი აშოტ მელქონიანი და ნინოწმინდის რაფაელ-ჯავახის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ჟორა სნხჩიანი. მათ მიულოცეს წმინდა მამას და გამოთქვეს იმედი, რომ ჯავახეთში სულიერი თვალსაზრისით ნამდვილად იქნება აღორძინება. |