2019 წლის 11 აპრილს საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის დარბაზს კვლავ სადღესასწაულო იერი ჰქონდა მიღებული. ჰოვჰანნეს თუმანიანის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძებების ფარგლებში „წმინდა მოვსეს ხორენაცის“ სკოლამდელმა აღასზრდელმა მოამზადა დიდი ლორელის ზღაპრის „ბარეკენდანის“ დადგმა. დარბაზი ხალხმრავალი იყო. საპატიო პირველ რიგებში ადგილებს იკავებდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსი, ვაზგენ მირზახანიანი მღვდელ ტათევ მარუქიანთან ერთად , სრ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ენის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე დავით გიურჯინიანი მეუღლესთან ერთად , საზოგადოებრივი ორგანიზაციის „კამურჯ“-ის თავმჯდომარე გაიანე ბოსტანჯიანი. საღმრთო ლოცვის, სრ და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების გაჟღერების შემდეგ წარმოადგინეს ზღაპარი „ბარეკენდანი“. თემის განათლების განყოფილების დირექტორის ევგენია მარკოსიანის უშუალო ხელმძღვანელობით, მასწავლებლების მიერ შესრულებული სამუშაოებით და მშობლებს მხარდაჭერით დადგმა გახდა სახალისო და საინტერესო. როლების შემსრულებელი ბავშვების მიერ წარმოთქმული სიტყვა გაჯერებული იყო ლამაზი გამოთქმებით, ხალხური ლექსებით (მასწავლებელი მეტაქსია ღაზარიანი), დავიწყებული ხალხური სიმღერებით (მასწავლებელი ლია ხითარიშვილი), ამაყი და ერთიანი ცეკვებით (ცეკვის მასწავლებელი სურენ აბრაჰამიანი). ხოლო დადგმის სცენარი იყო ტრადიციული გლეხური ოჯახი, სადაც ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა ბავშვებმა ლამაზად წარმოადგინეს უკვდავი ზღაპარი „ბარეკენდაი“ და ყველას შეუქმნეს კარგი განწყობა. ლინგვისტმა დავით გიურჯანიანმა, ნანახით აღფრთოვანებულმა, რწმენა გამოთქვა იმის, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის თემში, მსგავსი კულტურულ-საგანმანათლებლო კერების ერთგული სქმიანობით შენარჩუნდება სომხური ენა, ხოლო თემი გააგრძელებს თავის არსებობას. თავიანთი შთაბეჭდილებები გააზიარეს მღვდელმა ტათევ მარუქიანმა და გაიანე ბოსტანჯიანმა, მოუწოდეს მშობლებს, რომ ბავშვები მიიყვანონ სომხურ სკოლაში, სადაც სწავლით ისინი შეინარჩუნებან ეროვნულობას, ასევ სრულფასოვნად დაინტეგრირდებიან ქართულ საზოგადოებაში. შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა ეპარქიალური წინამძღვარი. თავისი კურთხევა გადასცა დამსწრეებს, ყოვლადუსამღვდელოესობა ეპისკოპოსმა, ვაზგენ მირზახანიანმა დიდად შეაფასა სკოლამდელი აღსაზრდელის საქმიანობა, მასწავლებლების ძალისხმევა განათლებისა და აღზრდის საქმეში, შეფასების სიტყვით მიმართა მშობლებს, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან მოჰყავთ თავიანთი ბავშვები ამ საგანმანათლებლო კერაში, სადაც დღე იწყება ჟამნობაში მონაწილეობით და „მამაო ჩვენოს“ წარმოთქმით. ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სკოლამდელი აღსაზრდელის მიმდინარე სასწავლო წლის 11 კურსდამთავრებულიდან რვამ განათლება უნდა მიიღონ სომხურ სკოლებში. დამსწრეებს მოუწოდეს, რომ იყონ ეკლესიის გვერდით, გახდნენ მისი ყველა ცერემონიის მონაწილენი, რითაც დასრულდა ღონისძიება.
|