1geo

fb you od

ბზობის დღესასწაული საქართველოს სომეხთა ეპარქიაში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

A2019 წლის 14 აპრილს მთელმა ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ბზობა,20190414 113228 042 ქრისტეს შესვლა იერუსალემში. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის მოქმედ ეკლესიებში დღესასწაულთან დაკავშრებით ჩატარდა წმინდა და უკვდავი ლიტურგია.  
ბზობის წინა შაბათ დღეს ჩატარდა წინასადღესასწაულო, გადაიწია საკურთხევლის ფარდები.  
20190414 113427დილიდან ხალხმრავალი იყო თბილისის საკათედრო სურბ გევორგ და სურბ ეჯმიაწინ ეკლესიების ეზოები და გარშემო. მორწმუნეები მაღალი განწყობით მოდიოდნენ, რომ 20190414 115112გამხდარიყვნენ მონაწილენი იესო ქრისტეს იერუსალემში შესვლის სიხარულისა.
მორწმუნეებით სავსე ეკლესიებში დილის ჟამნობის შემდეგ ჩატარდა წმინდა და უკვდავი ლიტურგია. სურბ გევორგ საკათედრო ტაძარში წმინდა ლიტურგია ჩატარდა 20190414 121749საქართველოს სომეხთა ეპარქიის ყოვლადუსამღვდელოესობა  ეპისკოპოსის, ვაზგენ მირზახანიანის საპატიო მონაწილეობით.  
წმინდა ლიტურგიაზე უწმინდესმა მამამ 20190414 121905იქადაგა ბზობის საიდუმლოებისა და დღესასწაულის სულიერი მოძღვრების შესახებ. მორწმუნეებისთვის იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ბოლოს განცდილი წამების შეხსენებით, ეპარქიალურმა წინამძღვარმა მოუწოდა მათ, რომ გააგრძელონ ცხოვრება ბზობის დღის სადღესასწაულო განწყობით, სიყვარულით, რწმენით და სითბოთი, განდევნონ შიში, სიმარტოვე და იცხოვრონ ქრისტეთი,  რადგან  ჩვენი მშველელი ყველგან ჩვენს 56913293სულებშია თავისი სიყვარულით და ძალით. უწმინდესმა დიდად შეაფასა ის, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის მორწმუნე საეკლესიო დღესასწაულებს აღნიშნავს მთავარი საკათედროს სურბ ეჯმიაწინის კალენდრით,  რითაც ინარჩუნებს თავის ვინაობას. 57079752
ეკლესიის საკურთხეველი მორთული იყო ტირიფისა და პალმის ხის ტოტებით, რომლებიც აღნიშნავენ დღესასწაულის განსხვავებულ ზეიმურობას. მაკარ ეკმალიანის ჯგუფის გალობით, უწმინდესის თავმჯდომარეობით, სასულიერო და დიაკვანთა დასის მონაწილეობით აკურთხეს ტოტები და 57133768დაურიგეს ხალხს.
ბზობის დღესასწაული წლების წინ უწმინდესისა და 57154478უნეტარესის ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ მეორის მიერ გამოცხადებულ იქნა ბავშვების კურთხევის დღედ.
წმინდა ლიტურგიისას ეკლესიებში მღვდლების მიერ ჩატარდა ბავშვების კურთხევის ცერემონია.
ბზობის დღეს ხალხმრავაი იყო ბათუმის სურბ ფრკიჩ ეკლესია. წმინდა ლიტურგიას ესწრებოდნენ მაღალჩინოსანი სტუმრები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, მრავალი მორწმუნე. მაღალნიჭიერი მღვდლის არარატ 56764658გუმბალიანის მიერ ჩატარებულ წმიდნა და უკდავი ლიტურგიის შემდგე აკურთხეს ალექსანდრ მანთაშიანც ცენტრის მოწაფეები და ბათუმში მცხოვრები ბავშვები.
ბზობის დღესასწაული წმინდა ლიტურგიით და ბავშვების57284487 კურთხევით აღინიშნა ასევე ახალციხის სურბ გრიგორ ლუსავორიჩ, ახალქალაქის სურბ ხაჩ, ნინოწმინდის სურბ სარგის ეკლესიებში, რუსთავის სურბ გრიგორ ლუსავორჩ ცენტრში. თემის სულიერი მწყემსები ეწვივნენ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს რაიონების სომხებით დასახლებულ სოფლებს და შეასრულეს მიწის კურთხევა, აკურთხეს დღის აღმნიშვნელი ზეთისხილისა და პალმის ტოტები,  ბავშვები  და სკოლის მოსწავლეები.

ეკლესიებში საღამოს ჟამნობის შემდეგ ჩატარდა კარების გაღების რიტუალი და გადაიწია ეკლესიის ფარდები.

Armenian (Հայերեն)Georgian (ქართული)English (United Kingdom)Russian (Русский)