საშობაო და საახალწლო დღესასწაული თბილისის კულტურის ცენტრში „ჰაიარტუნ“ |
სიახლეები |
8 იანვარს სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში თოვლის პაპამ და ფიფქიამ მხიარული საჩუქრებითა და ლამაზი მხატვრული ნომრებით ნაძვის ხის გარშემო შეკრიბეს ცენტრის წმინდა გრიგორ ნარეკაცის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, წმინდა მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები. ბავშვები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ლექსებს კითხულობდნენ. მათმა გამოსვლებმა აღაფრთოვანა მშობლები, სტუმრები. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის სიტყვაში აკურთხა ბავშვები და გამოთქვა კმაყოფილება მასწავლებლების თამარა გაბოიანის, ევგენია მარკოსიანის, ლალა გევორგიანის, ანგელინა ნაზარიანის, მარი არაქელოვასადმი. ბოლოს თოვლის ბაბუამ ბავშვებს დაურიგა ლამაზი საშობაო საჩუქრები.
|