1geo

fb you od

"კეთილი სამარიტელი": საჩუქრები საქართველოს ბავშვებს PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა
სიახლეები

340746 141891069261047 1796929781 o

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ, რომელიც გახლავს "კეთილი სამარიტელი" საერთაშორისო ორგანიზაციის „ენელთი“ საბჭოს სრულუფლებიანი წევრი, ეპარქიის წინამძღვარის ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის ინიციატივით და ორგანიზაციის საქართველოს კოორდინატორის მერაბ ორაგველიძესთან თანამშრომლობით,   წინა წლების მსგავსად, წელსაც საშობაო საჩუქრები დაურიგა საქართველოს ბავშვებს.  

 

თბილისის "ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის   დარბაზში ახალი წლი და შობის დღესასწაულების დროს საჩუქრები დაურიგდა თავიდან მოვსეს ხორენაცის სახელობის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, შემდეგ თანდათან ეს აქცია გავრცელდა დედაქალაქ თბილისსა და სომხებით დასახლებულ რაიონებსა და სოფლებში.

საჩუქრები მიიღეს აჭარისა და ჯავახეთის სომხებით დასახლებული რაიონებისა და სოფლების ბავშვებმა, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკის რაიონის მოსწავლეებმა, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა და თანამშრომლებმა.

პატარა ყუთებით მომზადებული საჩუქრებით ევროპისა და აშშ-ს სხვადასხვა ქალაქების ბავშვებმა მათი სიყვარული და სიკეთე უბოძეს საქართველოში მცხოვრებ დაახლოებით 20 ათას მათ თანატოლს.