თბილისელი სომეხი მხატვრის ჟან ხაჩის გამოფენა ავტორის გარდაცვალების წლისთავთან დაკავშირებით |
მდიდარი და აღუწერელი ფანტაზიით, ფერის უნიკალური კომბინაციით, ღრმა შინაარსის მქონე დაახლოებით ექვსი ათეული ზეთის საღებავითა და ფანქრით შესრულებული, აგრეთვე სკულპტურული ნამუშევრები იყო გამოფენილი 27 იანვარს თბილისის სომხური ხელოვნების სახლის გალუსტ გიულბეკიან საგამოფენო დარბაზში. თბილისელი ნიჭიერი მხატვრის ჯან ხაჩის (ვარუჟან ხაჩატუროვის) ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მისი გარდაცვალების შემდეგ ორგანიზებული იყო სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურული ცენტრის „ჰაიარტუნის“ და საქართველოს მხატვართა კავშირის მიერ და ეძღვნებოდა მისი გარდაცვალების წლისთავს.
ნიჭიერი ხელოვანის ზეთის საღებავითა და ფანქრით შესრულებულმა, აგრეთვე სკულპტურული და დიზაინერული სტილის ნამუშევრებმა მოხიბლა თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოება და მხატვარი ჟან ხაჩი ერთხელ კიდევ წარმოაჩინა როგორც სიცოცხლის ღვთაებრივი დასაწყისის იდეოლოგი, რომელსაც აქვს მხოლოდ და მხოლოდ ერთი შინაარსი - სიყვარულის სიდიადე - რწმენის სიძლიერის, კეთილისა და სინათლის უკვდავებასთან ერტად. გამოფენის ოფიციალურ გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მწერალ-თარჯიმანი გივი შახნაზარი, საქართველოში სომხეთის საელჩოს პირველი მდივანი ვაჰაგნ აფიანი, საზოგადო მოღვაწეები ალექსანდრე უთმაზიანი, ნელსონ პეტროსიანი, რაფაელ აღაჯანიანი, ჟან ხაჩის ნათესავები, თბილისის ხელოვნების მოყვარული საზოგადოების წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები და სხვ. გამომსვლელებმა - ხელოვნების თეორეტიკოსმა ედუარდ მესროპიანმა, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, მხატვარმა ჯოვანი ვეფხვაძემ, მხატვრის ძმის შვილიშვილმა ლევონ ხაჩატუროვმა და სხვებმა მხატვრის ცხოვრების ფილოსოფიის კრედოდ მიიჩნიეს სამართლიანობა და ბრძოლა სამართლისათვის. მათი აზრით ჯან-ხაჩ მხატვრის ოცნება მხოლოდ შემოქმედება იყო, ვინაიდან შემოქმედება - შობაა და აგონია, რომლისგანაც იბადება სამართლიანობა და ბრძოლა სამართლისათვის. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა მას უწოდა ღვთაებრივი დიდი სიყვარულით კეთილისა და სინათლის დამცველი, რომელიც ქალს ასახავს როგორც სილამაზის შემოქმედი წყაროს, როგორ მსოფლიოს მკვებავს - მხატვარი ჯან ხაჩ, პალიტრაზე აზრის გამოხატვის თავისებური სტრუქტურით და კომპოზიციით, თავისებური იყო აგრეთვე ფილოსოფიით, თავისი მსოფლმხედველობით და იდეოლოგიით. ეს მრავალმხრივად განვითარებული ადამიანი, რომელსაც ყველაფრის მიმართ ჰქონდა თავისი მიდგომა და თავისებური ხედვა, ქმნიდა თავის სიმბოლოს, რომლის გაგებისათვის პირველ რიგში უნდა გაუგო ჯან ხაჩ დიდებულ ადამიანს, - დასძინა სომხური ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა.
სულ ექვსი ათეული წელი იცოცხლა მხატვარმა, მაგრამ ის შემოქმედებითი სამყაროს განუმეორებლობით, აზრის სიღრმით, ფილოსოფიური იდეებით ცნობილი იყო მხოლოდ მისი ახლო მეგობრების, ნათესავების წრეში, ვინაიდან შემოქმედებითი სამყაროთი საზოგადოებას წარუდგა მხოლოდ ერთი პერსონალური, ისისც ნიჭიერი ფუნჯით შექმნილი მხოლოდ 20 ნამუშევრით. ამგვარად, უნიკალური იყო შესაძლებლობა ახლოდან გვენახა და აღვფრთოვანებულიყავით მხატვრის სიდიადით და შეუდარებელი ნიჭით. გამოფენაზე იყვნენ მოსული მისი გულშემატკივრებნი, ისინი ვინც მას იცნობა და ისინიც, ვინც არ იცნობდა, რათა პატივი მეგოთ უდროოდ დაღუპული მხატვრის სიდიადისათვის, და არ არის გასაკვირვი, რომ გამოფენის პირველი დღე იქცა ნამდვილ ანშლაგად.
|