1geo

fb you od

წმინდა სარგის მხედართმთავრის ხსოვნიადმი მიძღვნილი სადღესასწაულო მსვლელობა PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

423396 149833325133488 745496359 n

სომეხი მორწმუნე ხალხის სანუკვარ დღესასწაულთაგანია წმინდა სარგის მხედართმთავრის ხსოვნის დღე   და შემთხვევითი არაა, რომ წმინდა მესტროპ მაშტოც ვარდაპეტს მისი წმინდა ნაწილები ჩამოაუტანია კარბში (აშტარაკის რაიონი) და ადგილზე ნეტარი სახელობის ეკლესია აუშენებია.

უწმინდესისა და უნეტარესის ყოველთა სომეხთა   კატალიკოსის ინიციატივით წმინდა სარგის მხედართმთავრის დღესასწაული გამოცხადებულია აგრეთვე ახალგაზრდების კურთხევის დღედ.

403247 149833031800184 821365661 n

საყოველთაოდ საყვარელი ეს საეკლესიო დღესასწაული დიდი პომპეზობით აღინიშნა საქართველოს სომეხთა ეპარქიაშიც.

3 თებერვალს, წმინდა გევორგ საკათედრო ეკლესიაში საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანის წინამძღოლობით ჩატარდა წინასადღესასწაულო ცერემონიალი, რომელსაც ესწრებოდნენ თემის წარმომადგენლები, მორწმუნეები. ახალგაზრდების კურთხევის შემდეგ მორწმუნეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი, სასულიერო პირების - მამა სამველ თოროსიანის, მამა ჰუსიკ ჰარუთუნიანის, მამა ნარეკ ღუშჩიანის წინამძღოლობით, წმინდა სარგისის დღესასწაულის მახარობელი სურათებითა და პლაკატებით სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის კულტურულ, საგანმანათებლო და ახალგაზრდულ „ჰაიარტუნ" ცენტრის თანამშრომლების ლევონ ჩიდილიანის, მიქაელ ავაგიანის და სხვათა მონაწილეობით დაიძრა თბილისის სურბ სარგის მხედართმთავრის სახელობის ჩამონგრეული ეკლესიისკენ. ლოცვის შემდეგ ისინი დაიძრნენ ავლაბრის წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიისკენ, სადაც საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა აღავლინა წირვა-ლოცვა.

წმინდა სარგის მხედართმთავრის დრესასწაული აღინიშნება არა მარტო საეკლესიო წესით, ლოცვებით, არამედ სახალხო წეს-ჩვეულებებით. როგორც ითვალისწინებს წეს-ჩვეულება, ეკლესიაში ახალგაზრდებს დაურიგდა მარილიანი კვერები, ვინაიდან სურბ სარგისი ახალგაზრდების მფარველი და მათი სანუკვარი ოცნებების ამახდენელი წმინდანია.