1geo

fb you od

თბილისელი სომეხი ფერმწერის გიორგი მანოიანის პერსონალური გამოფენა თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

420278 164843623632458 113192792130875 230788 281154398 n

24 თებერვალს სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრისა და საქართველოს სომეხ მხატვართა   კავშირის ინიციატივით, საქართველოში სრ საელჩოსა და „ჰაიარტუნ“ ცენტრის სამეურვეო საბჭოს მხარდაჭერით თბილისის „ჰაიარტუნ“კულტურის ცენტრში გაიხსნა თბილისელი სომეხი ფერმწერის გიორგი მანოიანის პერსონალური გამოფენა.

ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზის კედლებს ამშვენებდა შვიდ ათეულზე მეტი ზეთის საღებავითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევარი, რაც ცნობილი ფერმწერის ფიქრების,

421677 164825473634273 113192792130875 230707 989576192 n

ემოციური სამყაროსა და წარმოსახვით ფიგურათა   გამოსახულებაა ტილოზე.   პეიზაჟი და პორტრეტი, წარსულის მოგონებები და დღევანდელი სინამდვილე, სულის ტკივილი და გამარჯვების სიხარული - ესაა   მანოიან-ფერმწერის კრედო, რაც ნათლად და რეალისტურად გამოიხატება მისი მდიდარი       პალიტრით.

გამოფენა გახსნა „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელმა ლევონ ჩიდილიანმა. გამოფენას ესწრებოდნენ საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარი ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანი, მწერალ-თარჯიმანი გივი შახნაზარი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვან ბაიბურთიანი, საქართველოში სრ საელჩოს თანამშრომელი არტაკ ღალაჩიანი, „კამურჯ“ ლიტერატურულ-კულტურული ორგანიზაციის თავმჯდომარე ანაჰიტ ბოსტანჯიანი, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე რუბენ თოროსიანი, მხატვარი ჯოვანი ვეფხვაძე, კოლექციონერი ალექსან პირადოვი, მხატვრის კოლეგები, საზოგადოებრიობის ხელოვნებით დაინტერესებული წარმომადგენლები.

საქართველოს სომეხ მხატვართა   კავშირის თავმჯდომარემ გიორგი მანოიანი დაახასიათა როგორც მუსიკალური ჰანგებით შემოქმედი ფსიქოლოგი-მწერალი, რაც ბრწყინვალედ ჩანს მის ნამუშევრებში.

სსრკ მხატვართა კავშირის წევრმა, სკულპტორმა ლევონ ოსიპოვმა დაწვრილებით ისაუბრა გამოფენილი სურათების შესახებ, მხატვარ მანოიანს უწოდა ფერთა გამის ბრწყინვალე მცოდნე, ვისი შექმნილი პეიზაჟები საინტერესოა, პორტრეტები - ღრმა, ნატიურმორტები რეალური და გემოვნებით შესრულებული.  

ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა მანოიანის ხელოვნების უშუალობას, გრაფიკული სურათების განსაკუთრებულ განვითარებას, ფერწერის თავისებურებებს.

საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა თავის სიტყვაში გიორგი მანოიანს უწოდა დიდებული ადამიანი,   რომელიც საქებია მისი შექმნილი ოჯახით, კარგად აღზრდილი შვილებით, მეგობრობით, სულიერი ცხოვრებისადმი ერთგულებით და ერის სიყვარულით.

თბილისის კოლორიტის გადმომცემი ფერმწერი-მანოიანი მემატიანის სიბეჯითით უკვდავჰყოფს სომხურ სასულიერო ფასეულობებს.