1geo

fb you od

დედის დღისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის საღამო PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

417227 169882169795270 1859542114 n

3 მარტს საქართველოში ლამაზი დღესასწაული აღინიშნება. ეს მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო და საყვარელი ადამიანის - დედის   დღეა. ამ ლამაზი დრესასწაულის აღსანიშნავად სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის ინიციატივით გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა

კლასიკური მუსიკის კონცერტი. საღამოს ესწრებოდნენ ნიჭიერი პოეტი მარინა მოსესოვა-კირაკოსიანი, ღვაწლმოსილი პედაგოგები როზა ზოჰრაბიანი,

423757 169882939795193 152196397 n

ფათმა სააკიანი, ანა სარიბეკიანი, დავთიანების ოჯახის თოჯინების თეატრის დირექტორი ჟანა დავთიანი, ნერსეს შნორჰალი გუნდის კონცერტმეისტერი მარიანა მამაჯანოვა და სხვები.

საღამო გახსნა "შუშანიკ" კავშირის თავმჯდომარემ სუსანა ხაჩატრიანმა, იგი მიესალმა კულტურის ცენტრის მორიგი ღონისძიების მონაწილეებს, მიულოცა ყველა ქალბატონსა და დედას - მათ დღესასწაულთან დაკავშირებით. ეს არის დღე, როდესაც დედები  შვილებისაგან ღელვით ისმენენ მხოლოდდამხოლოდ მადლიერების თბილ სიტყვებს, ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი ცხოვრების საუკეთესო სურვილებს.

შემდეგ ნიჭიერი მუსიკოსების კარენ მირზოიანის, ესაი აბოვიანის ბრწყინვალე შესრულებით მოისმინეს ფრანც შუბერტის, ფრედერიკ შოპენის, ალექსანდრე სკრიაბინის, ოსკარ პიტერსონის და არნო ბაბაჯანიანის ნაწარმოებები.

ცნობილმა მუსიკოსმა ესაი აბოვიანმა ყველა დედას აჩუქა „რუსული რომანსის“ საავტორო შესრულება.