1geo

fb you od

ერევნელ მოსწავლეთა სტუმრობა „ჰაიარტუნში“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

542053 181110208672466 113192792130875 271358 1351671018 n

ერევნის მხითარ სეპასტაცის სახელობის სკოლის ХI-ХII კლასების 16 მოსწავლე, სკოლის ქართულის მასწავლებლების რინა შაჰინიანისა და მერი არაქელიანის ხელმძღვანელობით 21-25 მარტს ესტუმრნენ თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრს.  

სასკოლო ასაკის მეგობრობა ყველაზე თბილია და უმანკო, - ამას მოწმობდა 104-ე სკოლაში ორი დედაქალაქის უფროსკლასელ მოსწავლეთა შეხვედრა,

IMG 0774

რომელიც დასრულდა თანატოლთა შორის საერთო ინტერესების მქონე თემებზე საუბრით და მისამართების გაცვლით. ეს ერევნელ მოსწავლეთა სტუმრობის მხოლოდ ერთი დღეა.  

განსაკუთრებული საგანმანათლებლო პროგრამის მქონე ამ სკოლის მოწაფეებს, სხვა უპირატესობებთან ერთად, საშუალება აქვთ სწავლის პერიოდში მიიღონ პროფესიული განათლება. ოპერატორის პროფესიის შემსწავლელი თოვმას ეგანიანის თბილისში ვიზიტის მიზანი იყო ძალები ესინჯა თბილისისადმი მიძღვნილი ფილმის გადაღებაში.  

ელენა პეტროსიანის, კარენ დავთიანის და დავით ბაბუმიანისთვის ეს ექსკურსია თბილისში ჩამოსვლის პირველი საშუალება არ იყო. ისისი მოიხიბლნენ ქალაქის სტუმართმოყვარეობით, მათზე დიდი შტაბეჭდილება დატოვა შარდენის ქუჩამ და ნარიყალამ, რუსთაველის გამზირმა და თბილისის ხედმა მეტეხის ციხიდან, წმინდა სამების ტაძარმა და სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონმა, ავლაბარმა და დავთიანების ოჯახის თოჯინების თეატრმა.

ლილით გევორგიანი, რომელმაც მეორე უცხო ენად თურქულის არჩევის შედეგად შარშან   Space Camp პროგრამის ფარგლებში თურქეთში წარმოადგინა სომხეთი, ახლა ფიქრობს თურქეთში მისი შემდგომი ვიზიტისას გამოვიდეს   საქართველოს სომეხთა წარდგენითაც, ვინაიდან ამ დღეებში მან ბევრი რამ გაიგო თბილისის სომეხთა წარსულსა და დღევანდელობაზე.

სტუმრებს ოჯახებში მასპინძლობდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოსაწავლეები, სტუმრები ყოველ წამს გრძნობდნენ ბავშვების სიყვარულსა და ყურადრებას, ოჯახურ სითბოს და მშობელთა მზრუნველობას.                                                                                                                                                          თბილისის „ჰაიარტუნ"კულტურულ   ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში კონცერტი გაიმართა, სადაც ბავშვები ერთად ჩებნენ ცეკვაში.                                                                                                                                                                          ერევნის მხითარ სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო კომპლექსის მოსწავლეები კარგი შთაბეჭდილებებით და კარგი განწყობით დაემშვიდობნენ თბილისს, კულტურულ ცენტრს “ჰაიარტუნ“, ახლა უკვე ერევანში მხითარ სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო კომპლექსში კვლავ შეხვედრის მოლოდინით.