სომხური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ცენტრში "ჰაიარტუნ" |
ჩვენი ენაა ჩვენი იმედი და სრულიად სომეხთა უკვდავების გარანტი - ეს იყო 25 მარტს თბილისში "ჰაიარტუნ" კულტურ-საგანმანათლებლო ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში ჩატარებული ღონისძიების შთაგონება. ცენტრის წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეთათვის ერთგვარ გამოცდად ქცეული ეს ღონისძიება, რომლის ინიციატორი თბილისში "ჰაიარტუნ" კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია - საქართველოში სრ საელჩოს მხარდაჭერით,
ორგანიზებული იყო სომხური ენისა და ლიტერატურის სახელოვანი მასწავლებლების როზა ზოჰრაბიანისა და კარინე მანუკიანის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდა „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის ქველმოქმედი, რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ბორის სააკოვი, ქალიშვილთან - იულია სააკოვასა და სიძესთან - არტურ კოსტანიანთან ერთად. სტუმრებსა და ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა „ჰაიარტუნ“ ცენტრის საგანმანათლებლო განყოფილების პასუხისმგებელი მარი არაქელოვა. მან დამსწრეებს წარუდგინა ცენტრის საგანმანათლებლო მოღვაწეობა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ დღეს საკვირაო სკოლაში სომხურ წიგნიერებას ეუფლება, სომეხი ხალხის ლიტერატურასა და ისტორიას სწავლობს 200-ზე მეტი რუსულენოვანი ჩვენი თანამემამულე. შემდგომ წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის სკოლის მასწავლებელმა როზა ზოჰრაბიანმა გაიხსენა ცხონებული არქეპისკოპოსი გევორგ სერაირდარიანისა და ეკლესიის მღვდელის მამა ეღიშე ჰარუთუნიანის ინიციატივით შექმნილი საკვირაო სკოლის გადატანილი სიძნელეები, მადლერების სიტყვა უთხრა საქართველოში სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, რომლის ძალისხმევით და ქველმოქმედთა ხელშეწყობით შეიქმნა კულტურულ, საგანმანათებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნ". ამაღელვებელი იყო მუსიკალურ-ლიტერატურული ნაწილი, რომელიც დაახლოებით 40 რუსულენოვანი მოსწავლის რამოდენიმე თვეში შეძენილი სომხურის ცოდნის დემონსტრირება იყო. რუსული გამოთქმით, ზოგჯერ არასწორი სომხურით, მაგრამ სომხური სულით წარმოადგინეს მათ ნასწავლი - როგორც სულში დამალული და წინაპართაგან გენებით გადმოცემული სომეხი ადამიანის სიამაყე. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არტაკ ღალაჩიანი მიესალმა ღონისძიების ორგანიზატერებს ახალგაზრდების სომხური სულისკვეთებით აღზრდისათვის, შემდგომ სახელოვან პედაგოგებს როზა ზოჰრაბიანსა და კარინე მანუკიანს გადასცა „სომხური ენის საუკეთესო მასწავლებელი“ ნომინაციაში სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის მიერ მინიჭებული სიგელები. ემოციური იყო „კამურჯ“ სომხურ-ქართული ლიტერატურული კაავშირების ორგანიზაციის თავმჯდომარის, პოეტ-თარჯიმნის ანაჰიტ ბოსტანჯიანის გამოსვლა, რომელიც მან დაასრულა სომხური ენისადმი მიძღვნილი მისი ლექსების წაკითხვით. ყველა გამომსვლელმა - საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარემ რუბენ თოროსიანმა, საკვირაო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ნორაირ ბაღდასარიანმა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა და სხვ. ისაუბრეს „ჰაიარტუნ“ ცენტრის მოღვაწეობის დიდ როლზე სომხური ენის, სომხური კულტურის, სომხური სიმღერისა და მუსიკის განვითარების საქმეში, გულწრფელი მადლიერების სიტყვებით მიმართეს ქველმოქმედ ბორის სააკოვს და მის ოჯახს - სომხური კულტურის სახლის აშენების მხარდაჭერისათვის. ღონისძიებას ესწრებოდა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სულიერი მსახური მამა სამველ თოროსიანი, მან განსაკუთრებით ხაზი გაუსმა იმას, რომ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან ერთად სომხური ენის შენარჩუნება სომხური ეკლესიის მისიაა. ბოლოს გამოვიდა ქველმოქმედი ბორის სააკოვი. მან მადლიერების სიტყვით მიმართა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, რომლის იდეის განხორციელებას ხელი შეუწყვეს თვითონ და სხვა ქველმოწმედებმა, და ამ იდეის მტკიცებულება უწოდა აქ განხორციელებულ ყველა კარგ საქმეს. ამ ძალზედ ემოციურმა ღონისძიებამ დაადასტურა, რომ „ჰაიარტუნ“ ცენტრი ასრულებს თავის მისიას, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სამშობლოდან შორს მცხოვრები სომეხი ადამიანი დარჩეს თავის ერის შვილად და დაუახლოვდეს თავის ფესვებს. |