გევორგ სნხჩიანის 60 წლის იუბილე |
17 მარტს თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში, ამავე ცენტრის ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურისა და დიასპორის სამინისტროების, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნა სომეხი ცნობილი მწერლის, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარის ჟორა სნხჩიანის დაბადების 60 და ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოქართველოსა
17 მარტს თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის გალუსტ გიულბეკიანის სახელობის დარბაზში, ამავე ცენტრის ინიციატივითა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურისა და დიასპორის სამინისტროების, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნა სომეხი ცნობილი მწერლის, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის თავმჯდომარის ჟორა სნხჩიანის დაბადების 60 და ლიტერატურული მოღვაწეობის 40 წლის იუბილე. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირების თავმჯდომარეები მაყვალა გონაშვილი და ლევონ ანანიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს თანამშრომლები ჰოვსეფ კარახანიანი და ლევონ თორგომიანი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთიანი, საქართველოს სომეხთა კავშირის თავმჯდომარე ჰენრიხ მურადიანი, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის კავშირის თავმჯდომარე რუბენ თოროსიანი, სომხურ-ქართული ლიტერატურული კავშირების „კამურჯ“ საზოგადოებრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ანაჰიტ ბოსტანჯიანი, მწერალ-თარჯიმანი გივი შახნაზარი, საქართველოს სომეხ მწერალთა „ვერნატუნ“ კავშირის წევრები, მწერლები, ბიზნესმენები, საქართველოს სომხური საზოგადოებრიობის წარმომადგენლები. გევორგ სნხჩიანის ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობის, „ვერნატუნ“ ლიტერატურული გაერთიანების დაარსების, აღაიანის დღის დაწესებისათვის მაღალი შეფასების შემდგომ, სომხეთის რესპუბლიკის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ლევონ ანანიანმა იუბილარს გადასცა სრ კულტურის მინისტრის ჰასმიკ პოღოსიანის მისალოცი გზავნილი და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ოქროს მედალი. უამრავი წიგნის ავტორმა აუდიოჩანაწერის საშუალებით მიიღო სრ დიასპორის მინისტრის ჰრანუშ ჰაკობიანის უმაღლესი შეფასება მშობლიურ ჯავახეთში, საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო კანცელარიაში, თვითმმართველოების ორგანოებში, ადგილობრივი გაზეთების რედაქციებსა და კულტურის განყოფილებებში საზოგადოებრივი, პოლიტიკური აქტიური მოღვაწეობისა ა და თბილისური „ჰაიარტუნ“ ცენტრის დაარსებისათვის. მრავალფეროვან შემოქმედს და საქართველოს სომეხთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მწერალს საელჩოს სახელით მიულოცა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველმა ჰოვსეფ კარახანიანმა. სნხჩიანის ყველაზე დიდი დამსახურება „ვერნატუნ“ კავშირია“, რომელიც უკვე განთქმულია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ცხოვრების 60 წლიდან 40 მან მიუძღვნა ლიტერატურას, პუბლიცისტიკას, მშობლიური მხარის აყვავებასა და განვითარებას, ამას აღნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი თავის მილოცვაში, რომელიც გააჟღერა პრეზიდენტის მრჩეველმა ვან ბაიბურთიანმა. საზეიმო საღამოზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი, მან მადლობა მოახსენა სრ კულტურის და დიასპორის სამინისტროებს, საქართველოსა და სომხეთის მწერალთა კავშირებს ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისათვის და გევორგ სნხჩიანს უწოდა ორგანიზაციული დიდი უნარის მქონე მოღვაწე, დიდი პოეტი, რომელიც ჯერ არ არის საჭიროებისამებრ აღიარებული. ბოლოს გამოვიდა იუბილარი გევორგ სნხჩიანი. მან მადლობა გადაიხადა მისი 60 წლის იუბილის ასეთი მაღალი დონით აღნიშვნისათვის და დაამატა, რომ მისი შემოქმედებითი პათოსი მშობლიური ჯავახეთია, უამრავი ხელოვნებებით აღსავსე თბილისური კოლორიტი, მისი მშობელი ხალხის გმირული წარსული, ნათელი დღევანდელობა და პერსპექტიული და ნათელი მომავალი. იუბილარს მიულოცეს აგრეთვე მისმა მეგობარმა მწერლებმა. საიუბილეო საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის ნერსეს შნორჰალის სახელობის გუნდმა, თბილისის 104-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების გამოსვლებმა და გარი დავთიანის თოჯინების თეატრმა. |