მანთაშევის მემკვიდრეების ვიზიტი თბილისში |
დედაქალაქ თბილისში დიდი სომეხი მეცენატის ქანდაკების გახსნის ცერემონიაზე მონაწილეობის შემდგომ, მეცენატის შვილიშვილი - საფრანგეთში მცხოვრები ალექსანდრე მანტაშევ-უმცროსი, ვაჟთან - მაიკლ მანთაშევთან ერთად, სრ ენის სახელმწიფო ინსპექციის უფროსის სერგო ერიციანის, მწერალ-პუბლიცისტის ვაჰე ათანესიანის თანხლებით 19 აპრილს ორდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა.
სტუმრებმა შემოიარეს ის ადგილები, სადაც თბილისში დაცულია დიდი მეცენატის გაწეული უამრავი ქველმოქმედების კვალი და სიამაყის გრძნობა გაუჩნდათ მანთაშევ-ქველმოქმედის დიდი ჰუმანურობისათვის. თავისი დროის მსხვილი ნავთობმწარმოებლის შვილიშვილთან და შვილთაშვილთან შეხვედრისას საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიგი წერეთელმა ისაუბრა თბილისის აღმშენებლობის საქმეში ორი მეცენატის - ალექსანდრე მანთაშევის და მიქაელ არამიანცის ფასდაუდებელი წვლილი და წინადადება გაისმა მანთაშევის შესახებ ფილმის ანალოგიური ფილმი გადაიღონ აგრეთვე არამიანცის შესახებ, რომლის სახსრებით აშენებული საავადმყოფო დღესაც მოქმედებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან - ზაალ სამადაშვილთან ერთად განხილულიქნა სომეხ მეცენატთა შესახებ მეტი ინფორმაციის გავრცელების და თაობების ინფორმირებულობის აუცილებლობის საკითხი. ალექსანდრე მანთაშევის მემკვიდრეები საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ინიციატივით ესტუმრნენ თბილისური კოლორიტით გაჟღენთილ დავთიანების ოჯახის თოჯინების თეატრს, სადაც შეხვდნენ ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლებს და დატკბნენ აქ „მცხოვრებ“ თოჯინათა გაცოცხლებული მანთაშევისდროინდელი ქალაქის ხიბლით - თავისებური სტილითა და უნიკალურობით. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჰოვანეს მანუკიანმა ისაუბრა რა მანთაშევის როგორც ბიზნესმენის, მეცენატის და განმანათლებლის შესახებ, მას უწოდა დიდებული, მაგრამ არა ერთადერთი, ვინაიდან თბილისში მოღვაწეობდა უამრავი სომეხი მდიდარი ქველმოქმედი, რომელთა ხსოვნის პატივისცემა ყველა სომეხის წმინდა მოვალეობაა. შემდგომ ბატონმა ელჩმა ჟანა დავთიანს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის დიასპორის სამინისტროს „ვილიამ საროიან“ მედალი. ყველა გამომსვლელმა - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორმა ვან ბაიბურთიანმა, საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ მერუჟან შაუმიანმა, საქართველოს სომეხი ინტელიგენციის თბილისის ფილიალის თავმჯდომარემ ენოქ თადევოსიანმა, რომელიც აგრეთვე ალექსანდტე მანთაშევის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი „მთელი ცხოვრების საქმე“ ციკლიდან დიდი მეცენატისადმი მიძღვნილი წიგნის ავტორია, ისაუბრეს ქალაქის მიმართ ადგილობრივ სომეხ მცხოვრებთა სიყვარულსა და ერთგულებაზე. ალაექსანდრე მანთაშევ-უმცროსი აღელვებული და სიამაყით უსმენდა მისი წინაპრის ისტორიას, მან სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას უსურვა გულწრფელობა და სიწმინდე, ისეთი, როგორიც იყო მისი პაპის ცხოვრების წლებში. საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა დალოცა დამსწრენი, ისაუბრა მდიდარი ისტორიისა მქონე საქართველოს სომხური თემის შესახებ, ხაზი გაუსვა იმას, რომ თემი მაშინაა მტკიცე და პატივცემული, როცა ის კონსოლიდებულია თავის ეკლესიის ირგვლივ და ერტგულია მისი რწმენის მიმართ, რითაც თემი ქართველ საზოგადოებრიობას წარუდგება ღირებულებების შემქმნელად. გრძელდება მანთაშიანების გვარის წარმომადგენელთა ვიზიტი თბილისში. |