1geo

fb you od

თბილისის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრმა აღნიშნა დედისა და სილამაზის დღე PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

Shnorhali-2

ხარება, რომელიც ასევე დედისა და სილამაზის დღესასწაულია, თავისებურად აღინიშნა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის   საქართველოს სომხური ეპარქიის „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრში.                 სიმბოლურია, რომ ზუსტად 7 აპრილს შედგა   „ჰაიარტუნ“ კულტურის ცენტრის „წმინდა ნესეს შნორჰალი“ სიმღერისა და მუსიკალური საკრავების ანსამბლის ახალგაზრდული გუნდის პირველი

Shnorhali

კონცერტი, რაც გახდა შვილების მილოცვა ყველა დედისადმი. ანსამბლი საზეიმო კონცერტზე წარსდგა ერთ ათეულზე მეტი გუნდური და სოლო შესრულებით.  

წმინდა ნერსეს შნორჰალის სახელობის საყმაწვილო ანსამბლი შეიქმნა საქარველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარის ვაზგენ ეპისკოპოს მირზახანიანის კურთხევით,   ცენტრის კულტურის განყოფილების ბასუხისმგებლის ლევონ ჩიდილიანისა და მუსიკალური ნაწილის ხელმძღვანელის პაველ ოგანეზოვის ძალისხმევით.

ანსამბლს, რომელშიც ჩართულნი არიან 7-იდან 13 წლის ასაკის თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, აქვს რამდენიმე თვის ისტორია.

ღვაწლმოსილი პედაგოგის მარი აბულიანის დაუღალავი შრომის წყალობით ანსამბლის წევრები მაყურებელს წარუდგნენ სომხური ხალხური, პატრიოტული, საესტრადო და საბავშვო სიმღერების ბრწყინვალე შესრულებებით.                 განსაკუთრებით ეფექტური იყო ყველა ბავშვისათვის საყვარელი მარტინ იორგანცის სიმღერა „ჭკუტიკ“ - პატარა შემსრულებლების ლილით მანუსაჯიანის, ქრისტინე ღაზარიანისა და ალბინა ოგანეზოვას შესრულებით.

მაყურებლის თბილი რეაგირება დაიმსახურეს აგრეთვე დიანა მოვსისიანის, ნიკა ღაზარიანის - „აიბ, ბენ, გიმ“, „სომხეთო, ჩემო მშვენიერო“, „მასისია ჩემი მთა“ სიმღერების შესრულებებმა, ხოლო სიმღერა „სომხურად ვიმღეროთ“   გახდა ანსამბლის წევრთა თავისებური ფიცი სომხური სიმღერისა და სომხური სულისადმი.

კონცერტის ბოლოს შეკრებილები აკურთხა და   მადლიერების სიტყვით მიმართა სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის   საქართველოს სომხური ეპარქიის წინამძღვარმა ეპისკოპომა ვაზგენ მირზახანიანმა, მან შეაქო ახალგაზრდები და ურჩია რეპერტუარის გამდიდრება, მასში სულიერი სიმღერებისა და კლასიკური მუსიკის ნიმუშების ჩართვა. მან დამსწრეებს მიულოცა წმინდა ხარებისა და   იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულები.  

სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის   საქართველოს სომხური ეპარქიის „ნერსეს შნორჰალის“ სახელობის ანსამბლის შემდგომი კონცერტი შედგება პირველ ივნისს, გაფართოებული პროგრამით და მიეძღვნება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.