1geo

fb you od

სტეფანაკერტის მასწავლებლები სტუმრად „ჰაიარტუნში“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

292622 216049441845209 113192792130875 352436 1906160676 n

11 მაისს, სტეფანაკერტის 2 სომხური სკოლის 15 მასწავლებელი ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა თბილისში, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის „ჰაიარტუნ“ კულტურულ ცენტრში. არახის პედაგოგებს დახვდნენ „ჰაიარტუნ“ ცენტრის სკოლამდელი და საკვირაო სკოლის მასწავლებლები, განათლების განყოფილების პასუხისმგებელი მარი არაქელოვას ხელმძღვანელობით.

537473 216049608511859 113192792130875 352441 655893758 n

საკვირაო   სკოლის პედაგოგების როზა ზოჰრაბიანის, თამარა გაბოიანის, ლალა გევორგიანის, ევგენია მარკოსიანის და ეკლესიის მოყვარულ ახალგაზრდების კავშირის წევრთა თანხლებით სტუმრებმა მოინახულეს ხოჯივანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, წმინდა გევორგ ეკლესია,   წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, ქართული ისტორიულ ქალაქი მცხეთა, დაათვალიერეს ჯვარი, სვეტისცხოველი.

სტეფანაკერტის პედაგოგებს შემდეგი ვიზიტი იყო დავთიანების ოჯახის   თოჯინების თეატრში: აქ მათ არა მხოლოდ დაინახეს უდროოდ გარდაცვლილ ოსტატი გარი დავთიანის ხელნაკეთი ნივთები და ქალბატონი ჟანა დავთიანის შექმნილი თბილისური კოლორიტი, არამედ მოიხიბლნენ ამ ოჯახური თეატრის „მაცხოვრებელ“ თოჯინათა ლამაზი და მომხიბლავი თამაში.

საქართველოს ლამაზი და სტუმართმოყვარე დედაქალაქიდან მიღებული დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და უამრავი ახალი ნაცნობ-მეგობრები გამდიდრებული, სტეფანაკერტის № 2 სკოლის მასწავლებლები დაუბრუნდნენ მშობლიურ ქალაქს.