1geo

fb you od

ამაღლების დღესასწაული თბილისში PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

36628 219918178125002 113192792130875 361009 1765385865 n

20 მაისს საკვირაო წირვა-ლოცვის შემდეგ თბილისის წმინდა ეჩმიაძინ ეკლესიის ეზოში საზეიმოდ აღინიშნა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ამაღლების დღესასწაული.   სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურული ცენტრის ინიციატივით ქრისტიანული ამაღლების დღესასწაული სახალხო ზეიმად გადაიქცა.

536461 219932424790244 113192792130875 361105 856659398 n

საკვირაო წირვა-ლოცვაზე მოსულ მორწმუნეებს   არ ეჩქარებოდათ წასვლა. მათი ინტერსი აღძრა ეზოში ჭრელგვირგვინიანი გოგონებისა და ახალგაზრდა ქალბატონების ფაციფუცმა, თეთრი ტანსაცმლით გამოწყობილმა ანგელოზებმა, ხალხური ჩაცმულობით ბიჭებმა და გოგონებმა, - ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია დიდი თუმანიანის პოემაში „ანუშ“.

და დაიწყო ამაღლების დღეასწაული სიმღერითა და ცეკვით, ლამაზი ლექსებით.

დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი შესძინა მინდვრის ყვავილებმა, რომლებსაც ხოტბა შეასხეს და დაწნული ყვავილების გვირგვინები დამსწრეებს აჩუქეს  სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის „ჰაიარტუნ"კულტურული ცენტრის საკვირაო სკოლის აღსაზრდელებმა (განათლების ნაწილის პასუხისმგებელი მარი არაქელოვა, მასწავლებელი თამარა გაბოიანი), შემდგომ გაიჟღერა მხიარულმა სიმღერებმა ნინა კარაპეტიანის, ანი ღუშჩიანის, ანაჰიტ ჰარუთუნიანის, ანნა პოღოსოვასა და ჰენრიხ პეტროსიანის შესრულებით.

დღესასწაულს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს ანსამბლებმა „ჯეირან“, „ანი“ და „ვანქ“ (ქორეოგრაფები - სვეტლანა ერიციანი, ანგელინა ნაზარიან-ქოჩიანი, ლიანა კაშავანიძე).

ჟღერდა სომხური ხალხური სიმღერა და ცეკვა და ყველას განაწყობდა გახარებოდათ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომისა და ამაღლებისათვის. ღონისძიების წამყვანები თბილისის 104-ე სკოლის მოსწავლე ლიზა თოროსიანი და წმინდა ეღია წინასწარმეტყველის სახელობის საკვირაო სკოლის მოსწავლე არტემ გასპაროვი საინტერესო კომენტარებით დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრებოდნენ დამსწრეებს.  

არ დაგვავიწყდეს ის, რომ ხალხი ამაღლების დღესასწაულს უკავშირებს აგრეთვე „ჯანგიულუმს“, წარმოდგენილი  იყო ხალხური თამაშ-ჩვეულება - წილისყრა.                   მოვსეს ხორენაცის სახელობის დაწყებითი კლასის ანგელოზების ტანსაცმლით გამოწყობილი მოწაფეების (მასწავლებელი ევგენია მარკოსიანი) დახმარებით შესრულდა სიმბოლური წილისყრა.

ხალხური ლამაზი დღესასწაული დასრულდა ტრადიციული სომხური „ქოჩარით“,   რომელსაც შეუერთდნენ დამსწრეებიც.

ღონისძიებას ესწრებიდნენ „ჰაიარტუნ“ კულტურული ცენტრის კულტურის განყოფილების პასუხისმგებელი ლევონ ჩიდილიანი, მუსიკალური ნაწილის პასუხისმგებელი პაველ ოგანეზოვი და ტექნიკური ნაწილის პასუხისმგებელი ვალერი ბადალიანი.