ნათლობა მარნეულის რაიონის სოფელ ხოჟორნიში |
უკვე ერთი თვეა დასვენების კვირადღეები განსაკუთრებით საზეიმო ხდება მარნეულის რაიონის სომხური მოსახლეობისათვის. თემის სულიერი მოძღვარი მღვდელი მამა მოსე აშურიანი რეგიონში სომხებით დასახლებულ სოფლებში აგრძელებს ეკლესიისა და ერის სიყვარულის საქმიანობას. მისი ინიცირებულია საყოველთაო ნათლობის ჩატარების ღვთაებრივი საქმე, ამ მიზნით მამა აშურიანი 8 ივლისს ესტუმრა სოფელ ხოჟორნის, შეხვდა ადგილობრივ მორწმუნე ხალხს, აკურთხა ისინი, უპასუხა მოსახლეობის დასმულ კითხვებს, შემდეგ მონათლა სოფლის 33 მაცხოვრებელი. დიდი სიყვარულითა და სიამაყით ახლადმონათლულების ნათლიობა იკისრეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, დირექციის წარმომადგენლებმა და სკოლის მასწავლებლებმა. დასვენების დღე ჭეშმარიტად გახდა საზეიმო მარნეულის რაიონის შორეული სოფელ ხოჟორნის მორწმუნე მაცხოვრებელთათვის. |