1geo

fb you od

ლევონ ოსიპოვის კერამიკული ნამუშევრების გამოფენა კულტურის ცენტრში „ჰაიარტუნ“ PDF ბეჭდვა ელ. ფოსტა

471223 249260505190769 833569560 o

         მიმდინარე წლის 16 ივლისს, სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ" კულტურის ცენტრის გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გახსნილი გამოფენა მიეძღვნა გამოყენებითი ხელოვნების ცნობილი     ოსტატის, საბჭოთა კავშირის მხატვართადა კავშირის წევრის და საბჭოთა კავშირის სამხატვრო ფონდის წევრის კერამიკოს ლევონ ოსიპოვის 75- წლისთავს. გამოფენის   ინიციატორებია სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისჰაიარტუნ" კულტურის   ცენტრი და საქართველოს სომეხ მხატვართა კავშირი - საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის   საელჩოს, სომხეთის რესპუბლიკის დიასპორისა   და კულტურის სამინისტროების მხარდაჭერით.

256396 249259228524230 879623466 o

 გალერეაში ლამაზად და გემოვნებით ნაჩვენები იქნა გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა სახეობის კერამიკული ნივთი - ლარნაკები და კათხები, შანდლები და ძვირფასეულობა და სიმბოლურად ამ ყველაფრის მმართველი ქანდაკება "მეფე ლომი", ნამუშევრები,   რომლებიც წარმოადგენენ ოსიპოვ-კერამიკოსის მდიდარი შემოქმედებითი სამყაროს მცირერიცხოვან   კოლექციას.

გამოფენა გახსნა საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ, დამსწრეებს წარუდგინა ლევონ ოსიპოვის ბიოგრაფია და შემოქმედებითი გზა, ხაზი გაუსვა მის მონაწილეობას   მრავალ პრესტიჟულ გამოფენაბში და ისაუბრა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში დამკვიდრებულ და სამუზეუმო ნიმუშად ქცეულ მის უამრავ ნამუშევარზე.

ყველა გამომსვლელი ულოცავდა თბილისელ სომეხ ხელოვანს და ცნობილ კერამიკოსს იუბელსთან დაკავშირებით და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მის 50-წლიან შემოქმედებით საქმიანობას, რომელიც   მოიცავს მსოფლიოში ცნობილ მოქანდაკე ერვანდ ქოჩარის გაკვეთილებსა და კაეთილ რჩევებს და მაყურებელს წარუდგენს   დიდი ოსტატის ხელებისა და თითების მოძრაობით შექმნილ ხასიათს, ზომისა და ფერის ჰარმონიას, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო იდეის გაერთიანებას.  

 ხელოვანმა მერაბ მეტრეველმა მაღალი შეფასება მისცა კერამიკოს ლევონ ოსიპოვის შემოქმედებას და     მშობლიურ თბილისისადმი  ერთგულებას, შემდგომ   ლევონ ოსიპოვს გადასცა   საქართველოს მხატვართა   ფედერაციის დიპლომი, რომლითაც იგი დაჯილდოვდა დაბადების 75 და შემოქმედებითი საქმიანობის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

ისინი, ვინც პირადად იცნობდნენ ლევონ ოსიპოვს, დაახასიათეს იგი როგორც ერთგული მეუღლე,   მზრუნველი მამა, რომელმაც საზოგადოებას აჩუქა ღირსეული შვილები, კეთილი   ბაბუა,   ნამდვილი ამხანაგი და ერთგული მეგობარი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის   რწმენით სავსე ღირსეული წევრი.

ბოლოს კერამიკოსმა ლევონ ოსიპოვმა მადლობა გადაიხადა   მისი შემოქმედებისა და ღვაწლის ასეთი მაღალი შეფასებისთვის და   განაცხადა, რომ მან შექმნა ის, რაც   მისი სულიდან გამომდინარეობდა და, რაც აკმაყოფილებდა მას, შექმნილის შეფასება კი იყო მაყურებლის მოწონება და აღფრთოვანება.  

ღონისძიებას ამშვენებდნებ ანა პოღოსოვასა და კარენ მირზოიანის შესრულებწული ლამაზი მუსიკალური ნომრები.